Euro NCAP will soon require auto-braking for
five-star safety rating
20 ივნისი
2014 წლიდან მოყოლებული, ყოველი ავტომწარმოებელი,
რომელსაც თავისი ავტომობილებისთვის EURO NCAP-ისგან უსაფრთხოების ხუთვარსკვლავიანი
რეიტინგის მიღება ენდომება, იძულებული იქნება, თავისი ავტომობილები სისტემა AEB-ით
(ავტონომიური სდაგანგებო დამუხრუჭება) აღჭურვოს.
„მერსედეს-ბენცს“ და „ჰონდას“ უკვე აქვთ სისტემები
(შესაბამისად, წინასწარი უსაფრთხების და შეჯახების არიდების სამუხრუჭე სისტემა),
რომლებიც მათ ახალი ტიპის სისტემის შემუშავებაში დაეხმარებათ. აღნიშნული სისტემები
მძღოლს აფრთხილებენ იმ შემთხვევაში, თუ მათი კომპიუტერები დაადგენენ, რომ მანქანის
წინ არსებულ მოძრავ, ან უძრავ სხეულამდე არსებული მანძილი, შეჯახების თავიდან
ასარიდებლად, საკმარისი არაა. თუ გაფრთხილების მიუხედავად, ზომები არ იქნება
მიღებული, სისტემა თავად იწყებს მოქმედებას - ის ანელებს ავტომობილს და
უსაფრთხოების სხვა სისტემებს ასამოქმედებლად ამზადებს.
EURO NCAP-ის მიერ ჩატარებულმა გამოკვლევამ აჩვენა,
რომ AEB ტიპის სისტემებს, საგზაო შემთხვევების დაახლოებით 27 პროცენტით შემცირების
პოტენციალი აქვთ. მაგრამ მათ ევროპაში გაყიდული ავტომობილების მხოლოდ 21 პროცენტზე
თუ შეხვდებით. ორგანიზაცია დარწმუნებულია, რომ ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაიზრდება,
თუ აღნიშნული სისტემების გარეშე, ავტომობილებისთვის ხუთვარსკვლავიანი შეფასება
მიუწვდომელი გახდება.
ევროკავშირს
გადაწყვეტილი აქვს, რომ 2020 წლისთვის ევროპაში ფატალური საგზაო შემთხვევების
რიცხვი განახევრდს, ანუ 15 000-მდე შემცირდეს. EURO NCAP-ის გენერალური მდივანი მიქიელ
ფან რატინგენი ამბობს, რომ სისტემა AEB-ის მეშვეობით, წლიურად დაახლოებით 8 000 ადამიანის
გადარჩენა იქნება შესაძლებელი.
ვიდეო
No comments:
Post a Comment