14 აგვისტო
„ნისანს“ ამბიციური მიზანი აქვს დასახული, რომელიც
2016 წლისთვის მსოფლიოს ბაზრის 8 პროცენტის დაუფლებას ითვალისწინებს. და ამ მიზნის
მსიაღწევად, იაპონური კომპანია ამერიკის შეერთებულ შტატებში დიდ ინვესტიციებს გეგმავს.
„ნისანი“ ჩრდილოამერიკულ ბაზარზე გასაყიდ
ავტომობილებს ძირითადად ადგილობრივ ქარხნებში აწარმოებს. მაგრამ იაპონური კომპანია
ამას არ სჯერდება და 2015 წლამდე, ამერიკის ბაზრისთვის განკუთვნილი ავტომობილების (ნისანის
და ინფინიტის მარკებით) 85%-ს ჩრდილოეთ ამერიკაშივე გამოუშვებს.
მალე „ნისანის“ ქალაქ სმირნას (შტატი ტენესი)
ქარხანა ელექტრომობილ „ლიფის“ და ქროსოვერ „როგის“ წარმოებასაც დაიწყებს. კენტონის
(მისისიპი) ქარხანაში კი, სადაც ამჟამად ძრითადად პიკაპებს უშვებენ, მალე C-სეგმენტის
სედან „სენტრას“ წარმოებასაც დაიწყებენ. ამისათვის, კენტონის ქარხნის შტატი 1000-ით,
4500-მდე გაიზრდება.
გარდა ამისა, „ნისანს“ ძრავების მწარმოებელი
ქარხანა დეჩერდშიც (ტენესი) აქვს, რომელშიც შტატს 400 ერთეულით გაზრდიან. ამ
ქარხანაში დამატებული შტატი ელექტრულ ძრავებს „ნისან ლიფისთვის“ და „დაიმლერის“
ავტომობილებისთვის (როგორც ჰიბრიდული, ასევე ელექტრული) გამოუშვებს.
დარდა ამისა, 2 მილიარდი დოლარის ინვესტიცია
განხორციელდება მექსიკაში არსებულ ქარხნებში. იქ მესამე ქარხნის აშენებაა
გადაწყვეტილი, სადაც 3000 ადამიანი დასაქმდება. ახალ ქარხანაში წლიურად 175 000 სუბკომპაქტურ
ავტომობილს გამოუშვებენ.
დაბოლოს, ფარმინგტონ ჰილზში (მიჩიგანი) არსებული კვლევის
ცენტრის შტატი 150 ერთეულით გაიზრდება. ამ ცენტრში იაპონური კომპანია ამერიკის
ბაზრისთვის განკუთვნილ ავტომობილებს ქმნის.
ასევე წაიკითხეთ
No comments:
Post a Comment