Tuesday, August 14, 2012

„ფორდ C-მაქს ჰაიბრიდი“ – 5.0 ლიტრი 100 კილომეტრზე


New Ford C-Max Hybrid EPA Rated at a Combined 47 MPG
14 აგვისტო
„ფორდმა“ გამოაცხადა, რომ მისმა ჰიბრიდულმა ავტომობილმა „C-მაქს ჰაიბრიდმა“, EPA-ს (გარემოს დაცვის სააგენტო) სერტიფიკატი მიიღო, რომელშიც აღნიშნულია, რომ ამ მინივენს ერთი გალონი (3.7854 ლიტრი) საწვავით (EPA ამერიკული სააგენტოა და საზომად გალონსა და მილს იყენებს) 47 მილის (75 კმ) გავლა შეუძლია. ანუ, 100 კილომეტრს 5.0 ლიტრი საწვავით გადის.

„ფორდისთვის“ ეს მნიშვნელოვანი მიღწევაა, თუ გავითვალისწინებთ, რომ „ტოიოტა პრიუს V-ს“ შესაბამისი მაჩვენებელი გალონზე 40 მილია. EPA-სვე მონაცემებით, „C-მაქს ჰაიბრიდს“ იგივე მაჩვენებელი აქვს როგორც ქალაქში, ასევე მაგისტრალზე და შერეული ციკლით მოძრაობის დროსაც კი. არადა, ამერიკულ კომპანიას ადრე მითითებული ჰქონდა, რომ მისი ჰიბრიდული მინივენი ქალაქგარეთ მოძრაობისას, ას კილომეტრზე 5.3 ლიტრ საწვავს (44 მილი გალონზე) მოიხმარდა.
ასეთი კარგი მაჩვენებლების მიღწევაში, „ფორდს“ რამდენიმე ახალი სისტემის დანერგვა დაეხმარა. ეს სისტემები მძღოლს ეკონომიურ მართვაში ეხმარება. ამ სისტემებს შორის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია „სმარტგეიჯი“, რომელიც მოიცავს სისტემა „ეკოგაიდს“. სისტემის მაჩვენებლის დაფაზე გამოყენებულია ერთგვარი ფოთლოვანი სისტემა, რომელიც გიჩვენებთ, თუ რამდენად ეკონომიურ რეჟიმში იმართება მანქანა.
ავტომობილი ასევე აღჭურვილია სისტემა „ეკო კრუიზით“, რომელიც ჰიბრიდული დანადგარის ყველა ელემენტის მუშაობას აკონტროლებს მათს ოპტიმიზაციას უზრუნველყოფს. მისი წყალობით, მაგისტრალზე საწვავი მაქსიმალური ეკონომიურობით იხარჯება.
კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი: „ფორდ C-მაქს ჰაიბრიდის“ საბაზო ღირებულება ამერიკაში 25 995 დოლარია, რაც 1300 დოლარით ნაკლებია კონკურენტი „ტოიოტა პრიუს V-ს“ საბაზო ღირებულებაზე.


ასევე წაიკითხეთ

ბასკური „ჰირიკო ფოლდი“ მოქმედებაში (ვიდეო)

No comments:

Post a Comment