Tuesday, August 14, 2012

„დაიმლერმა“ „მაიბახი“ ისევ დააძინა


Maybach officially discontinues all models for 2013
14 აგვისტო
„დაიმლერმა“ ოფიციალურად დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ექსკლუზიური ავტომობილების მწარმოებელ ბრენდ „მაიბახის“ მუშაობას აჩერებს. ტრადიციული პრეს რელიზის ნაცვლად, რომლითაც ეს ინფორმაცია უნდა გაევრცელებინა, „დაიმლერმა“ გამოაქვეყნა პრაის ლისტი, რომელშიც ყოველი მოდელის გასწვრივ, ფასის გრაფაში წერია - მოხსნილია წარმოებიდან.

„მაიბახის“ დახურვის შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს გავრცელდა. ამის მიზეზად, „მაიბახის“ ავტომობილების ძალიან მცირე რაოდენობით გაყიდვები დასახელდა - შვიდი წლის განმავლობაში, კომპანიამ მხოლოდ 3 ათასამდე ავტომობილის გაყიდვა მოხერხდა. რაც მთავარია, ყოველ გაყიდულ ავტომობილზე, „დაიმლერმა“ საშუალოდ 300 000 ევრო დაკარგა.
„მაიბახის“ დახურვით, სამოდელო გამაში გამოთავისუფლებული ნიშის შევსება, „მერსედეს-ბენცის“ შემდეგი თაობის S-კლასის სპეციალური, ძალიან ძვირფასი ავტომობილების წარმოებით იგეგმება.
საინტერესოა, რომ „მაიბახის“ დახურვის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, ამ მარკის ავტომობილებით მოვაჭრე დილერებმა შემორჩენილი ავტომობილების დიდი ფასდაკლებით გაყიდვას მიჰყვეს ხელი. ზოგიერთმა ამერიკელმა დილერმა მყიდველს 100 000 დოლარიც კი დაუკლო.
„მაიბახი“ ავტომობილებს 1919 წლიდან 1940 წლამდე უშვებდა. 1960 წელს ეს ბრენდი „დაიმლერმა“ შეიძინა, თუმცა მისი ემბლემით პირველი ავტომობილი 2002 წელს გამოუშვა.

No comments:

Post a Comment