Tuesday, August 14, 2012

„ევოკის“ წარმოება 24-საათიან რეჟიმზე გადავიდა

JLR's Halewood Factory to Work Around the Clock to Meet Strong Demand for Evoque
14 აგვისტო
წელიწადზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც „ლენდ როვერმა“ თავისი ახალი ჰიტი, „რეინჯ როვერ ევოკი“ ბაზარზე გამოიტანა და მას შემდგ, უკვე ეს ავტომობილი თითქმის 88 000 ცალია გაყიდული. ასეთ მოთხოვნას ინგლისური კომპანია არ ელოდა და ამის გამო, მისი ჰელივუდის (ბრიტანეთი) ქარხანა, თავიდანვე მაქსიმალური დატვირთვით მუშაობს.
მაგრამ ესეც არ აღმოჩნდა საკმარისი, რის გამოც, „იაგუარ ლენდ როვერს“ ამ ქარხნის 24-საათიან სამუშაო რეჟიმზე გადაყვანა დასჭირდა. ეს კი ამ ქარხნის არსებობს ნახევარსაუკუნოვან ისტორიაში პირველად ხდება.
კომპანიამ ჯერ კიდევ ნახევარი წლის წინ დაადგინა, რომ მოთხოვნის დაკმაყოფილებას მალე ვერ შეძლებდა, თუმცა მაშინვე ქარხნის 24-საათიან რეჟიმში ამუშავება ვერ მოხერხდა. ხუთი თვის წინ გამოცხადდა, რომ ჰელივუდის ქარხანა შტატის 1000-ით გაზრდას გეგმავდა, რის შემდეგაც, მისი პერსონალის რაოდენობა 4500-ს მიაღწევდა.
როგორც „იაგუარ ლენდ როვერის“ (ორივე კომპანია ინდური ტატა მოტორის ჯგუფშია გაერთიანებული) ადამიანური რესურსების განყოფილების დირექტორი დეს თარლბი ამბობს, გამოცხადებულ 1000-იან ვაკანსიაზე განაცხადი 30 000-ზე მეტმა ადამიანმა შეავსო...
ბრიტანული კომპანიის განცხადებით, ჰელივუდის ქარხანა კვლავაც ორი მოდელის - „ევოკის“ და „ლენდ როვერ ფრილენდერ 2-ის“ წარმოებას გააგრძელებს. ქარხანა უკვე სამ ცვლაში მუშაობს. მესამე, ღამის ცვლა მუშაობას 21:30-ზე იწყებს. ჰელივუდის ქარხნის ოპერაციების დირექტორი რიჩარდ ელსი იმედოვნებს, რომ მესამე ცვლის ამოწმედებით, მისი კომპანია შეძლებს, რომ მყიდველს სასურველი ავტომობილის მისაღებად ლოდინის დრო შეუმცირდეს.


ასევე წაიკითხეთ

„ურუსი“ - გადაშენებული ხარის ოთხბორბლიანი კლონი


და

„ჯიპი“ უგზოობის სუბკომპაქტურ ავტომობილს გამოუშვებს

No comments:

Post a Comment