14 აგვისტო
რას ნიშნავს ნაწილობრივ? რას და, მალე გერმანული
კომპანიისგან ალბათ შევიტყობთ, რომ ფორმულა ერთიდან მიდის. მაგრამ ამას მოჰყვება
ცნობა (ან იქნებ, ეს ორი ცნობა ერთდროულად გამოქვეყნდება) იმის შესახებ, რომ „მერსედესს“
მისი სპორტული ავტომობილების მწარმოებელი ფილიალი AMG ჩაანაცვლებს.
ფრანგულ ყოველკვირეულ გამოცემა „აუტო ჰებდოს“ მიერ
გავრცელებული ინფორმაციით, „მერსედესი“ დიდი პრიზების არენას მომავალი სეზონის
ბოლოს დატოვებს. სამქიმიანებს „თანხმობის შეთანხმებაზე“ ხელი ჯერ მოწერილი არ აქვთ
და სავარაუდოდ, გაჭიანურება სწორედ მათს „ნაწილობრივ წასვლას“ უკავშირდება.
თუ „აუტო ჰებდოს“ დავუჯერებთ, „მერსედესი“ თავისი
სახელით ძრავებს კვლავაც მიაწვდის „მაკლარენს“ და „ფორს ინდიას“, თუმცა საკუთარ
გუნდს სახელს შეუცვლის და AMG F1-ს დაარქმევს. გუნდი ბაზას კვლავ ბრეკლიში (ბრიტანეთი)
შეინარჩუნებს და მისი შემადგენლობა პრაქტიკულად უცვლელი დარჩება. ძნელი სათქმელია,
მასში კვლავ ვიხილავთ, თუ არა მიხაელ შუმახერს, თუმცა გუნდს ისევ როს ბრაუნი
უხელმძღვანელებს.
ამასთან, ფრანგული გამოცემა ირწმუნება, რომ მართალია,
„მერსედესი“ გუნდის მფლობელი აღარ იქნება, თუმცა მის საინჟინრო საქმეებში მაინც
სოლიდურ როლს ითამაშებს. პრაქტიკულად, მოხდება საჯინიბოს ფასადის გამოცვლა, მისი
სტრუქტურა კი უცვლელი დარჩება.
არსებობს ვარაუდი იმისა, რომ გერმანული კომპანია ამ
ნაბიჯს იმ კორუპციული სკანდალის გამო დგამს, რომელშიც გერმანელი ბანკირი გერჰარდ გრიბკოვსკი
და ფ1-ის კომერციული შეფი ბერნი ეკლსტოუნია გარეული. ეს უკანასკნელი ყველანაირად
ცდილობდა, „მერსედესი“ ფ1-ში დიდხანს დარჩენაზე დაეყოლიებინა.
მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვანი მიზეზი ისაა, რომ „მერსედესი“
ვერაფრით ახერხებს მოწინავე გუნდების დონეზე ასპარეზობას. მართალია, ნიკო როსბერგმა
ჩინეთში გუნდს პირველი გამარჯვება მოუპოვა, მაგრამ მას შემდეგ, სამქიმიანებმა
პოზიციები დათმეს...
No comments:
Post a Comment