Friday, August 24, 2012

„კია“ „სოულის“ სპორტულ და ღია ვერსიებს ქმნის

Kia Working On Sporty and Convertible Version of the Soul
24 აგვისტო
კია  ტრეკ’სტერი
როდსაც „კიამ“ თავისი კონცეპტუალური „ტრეკ’სტერი“ პირველად წარმოადგინა, თითქმის ყველამ ივარაუდა, რომ ეს ავტომობილი მალე ბაზარზეც გამოჩნდებოდა. მაგრამ ასე არ მოხდა. ყოველ შემთხვევაში, კორეულმა კომპანიამ პოპულარული „სოულის“ გამის შექმნისგან თავის შეკავება ამჯობინა. ყოველი შემთხვევისთვის, პირველი თაობის „სოულისთვის“ მაინც...
მაგრამ როგორც ბრიტანული გამოცემა „ავტოექსპრესი“ იტყობინება, როცა ბაზარზე ახალი „სოული“ გამოვა, მას კიდევ ორი - სპორტული და ღია (პიკაპის ტიპის, როგორიცაა კონცეპტუალური სოულ’სტერი) მოდიფიკაცია მოჰყვება. ამათგან პირველი უფრო ევროპული ბაზრისთვის იქნება განკუთვნილი, მეორე კი - ამერიკისთვის, სადაც „სოული“ დიდი პოპულარობით (ამერიკაში სოული მეორე ყველაზე გაყიდვადი ავტომობილია ოპტიმას შემდეგ) სარგებლობს.

კია  სოულ’სტერი
ახალი „სოულის“ ოფიციალური პრემიერა დეტროიტის საერთაშორისო მოტორ შოუზე (იანვარში) გაიმართება. რა თქმა უნდა, კორეულ კომპანიას ამ ავტომობილის დებიუტისთვის უფრო გლობალური გამოფენის არჩევა შეეძლოთ, მაგალითად, ჟენევისა, მაგრამ დეტროიტის არჩევით, მათ პირდაპირ მიანიშნეს, რომ ამერიკული ბაზარი პრიორიტეტულია.
სხვათა შორის, სპორტული და ღია ვერსიების გარდა, „კია“ აუცილებლად გამოუშვებს „სოულის“ სამკარიან ვერსიასაც. სხვა თუ არაფერი, კაბრიოლეტი ხომ სწორედ ასეთი ძარის ბაზაზე უნდა დამზადდეს. ასეთი ძარა, ხუთკარიანთან შედარებით, გაცილებით მტკიცეა და მისი სტრუქტურიდან სახურავის ამოღების შემდეგ, ბევრი გაძლიერება არ სჭირდება. შესაბამისად, წონაშიც ბევრს არ მოიმატებს.
მეორე თაობის კამუფლირებული კია სოული ტესტებისას
ახალი „სოული“ იმავე დაკუთხულ სტილში შესრულდება, როგორიც მისი წინამორბედია. ყოველ შემთხვევაში, ასე ჩანს მსტოვრულ ფოტოებზე, რომლებზეც ავტომობილი ტესტირებისას, შენიღბულ მდგომარეობაშია. გავრცელებული ინფორმაციით, ქალაქის პატარა ქროსოვერი დაგრძელდება და მისი ბაზის სიგრძეც გაიზრდება. ასევე იცვლება ავტომობილის წინა და უკანა ნაწილები, რომლებიც კონცეპტუალური „ტრეკ’სტერის“ სტილშია შესრულებული. მოსალოდნელია, რომ უფრო მნიშვნელოვანი ცვლილებები ინტერიერში იქნება.
„კიამ“ ამ ავტომობილს კოსმეტიკური ცვლილებები შარშან ჩაუტარა და მაშინვე, ძრავების გამაში, ბენზინზე მომუშავე ორი ახალი აგრეგატი გამოჩნდა, რომელსაც საწვავის უშუალოდ წვის კამერაში მიწოდების სისტემა ემსახურება. მათგან ერთი 1.6-ლიტრიანია და ის 138 ცხენის ძალას იძლევა. მეორე კი 2.0-ლიტრიანია და ის 164 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ევროპის და ზოგი სხვა ბაზრისთვისაც, გამაში ასევე 1.6-ლიტრიანი ტურბო დიზელიც შევა, რომლის სიმძლავრე 126 ცხენის ძალაა.



ასევე წაიკითხეთ

”ლაზიკა” (ვიდეო)



No comments:

Post a Comment