21 აგვისტო
ის, რაც „ფოლკსვაგენის“ ჯგუფს სურს, ღებულობს კიდეც
არამხოლოდ ისეთი კომპანიებისგან, როგორებიც „სეატი“ და „შკოდაა“, არამედ ისეთი
ძვირფასი ავტომობილების მწარმოებლებისგანაც, როგორებიც „ლამბორგინი“, „ბუგატი“, „ბენტლი“
და ახლა უკვე „პორშეა“, ასევე სატვირთოების მწარმოებელი „მან-ისა“ და „სკანიასგანაც“.
ვოლფსბურგელებს „ალფა რომეოს“ შეძენაც სურდათ,
მაგრამ „ფიატის“ ჯგუფის მთავარმა აღმასრულებელმა სერჯო მარკიონემ ამის საშუალება
არ მისცა. არადა, ტურინელებს ამჟამად ფინანსურად ძალიან უჭირთ და ვინ იცის, ძალიან
რომ მოენდომებინათ, იქნებ მიზნისთვისაც მიეღწიათ...
ბოლოს გერმანულმა გიგანტმა მოტოციკლების
მწარმოებელი იტალიური კომპანია „დუკატი“ შეიძინა. სულ ცოტა ხნის წინ კი მალაიზიური
„პროტონის“ შესყიდვის სურვილიც გამოთქვა. მაგრამ „ფოლკსვაგენის“ პროფკავშირებში
თვლიან, რომ საკმარისია, რომ მათმა კომპანიამ ამიერიდან კონკურენტების შეძენისგან თავი
უნდა შეიკავოს.
გერმანულ
გაზეთ „ჰანდელსბლატტთან“ საუბრისას, „ფოლკსვაგენის“ სამეთვალყურეო 20-კაციანი
საბჭოს წევრმა ბერნდ ოსტერლომ განაცხადა, რომ ჯგუფმა უნდა შეწყვიტოს სხვა
კომპანიების შესყიდვები და აქცენტი საწარმოო პროგრამაზე გადაიტანოს. „ჩვენ უკვე
ვფლობთ 12 ბრენდს და ახლა პირველ რიგში, ჩვენი ჯგუფის სტაბილურობაზე უნდა ვიზრუნოთ“,
- ამბობს ოსტერლო და დასძენს, რომ აზიური ბაზარი ძალიან მნიშვნელოვანია „ფოლკსვაგენისთვის“,
რომელსაც მსოფლიო ლიდერობა სურს. მაგრამ „პროტონის“ შესყიდვა ის თემაა, რომელსაც
პროფკავშირები მხარს არ დაუჭერს.
ასევე წაიკითხეთ
„ტოიოტამ“ მსოფლიო ლიდერობა დაიბრუნა
http://autopanoramaf1.blogspot.com/2012/07/blog-post_6603.html |
No comments:
Post a Comment