9.63s – a numbers game
21 აგვისტო
კუს და აქილევსის (მეცნიერული პარადოქსია ასეთი) შეჯიბრის
ამბავი ხომ გახსოვთ? ამ პარადოქსის მიხედვით, გარკვეული პირობების დაცვით, თავისი
დროის საუკეთესო მორბენალი აქილევსი ვერასდროს დაეწევა კუს... ეს ისტორია იმისთვის
მოვიყვანეთ, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი უსწრაფესი მანქანის და ადამიანის შეჯიბრება
აშკარად უთანასწოროდ მოსჩანს, თუმცა „ვოდაფოუნ მაკლარენ მერსედესმა“ ისინი
ვირტუალურად მაინც შეაჯიბრა ერთმანეთს. ამას შეჯიბრიც არ ჰქვია. უბრალოდ,
ბრიტანულმა კომპანიამ ძალიან საინტერესო ვირტუალური პარალელები გაავლო.
მოკლედ, უსაინ ბოლტმა რომ ლონდონის ოლიმპიადაზე 100
მეტრზე სპრინტი მოიგო, თან ოლიმპიური რეკორდიც დაამყარა - დისტანცია 9.63 წამში
გაირბინა. ცნობისათვის, ამაზე სწრაფად, 100 მეტრი იმავე ბოლტს აქვს გარბენილი -
9.58 წამში. გაინტერესებთ, რას მოასწრებდა „მაკლარენის“ სარბოლი ავტომობილი ამავე
დროში?
55 372
9.63 წამი საკმარისი დროა იმისათვის, რომ ცნობილმა
ჟურნალისტმა და ანალიტიკოსმა ჯეიმს ალენმა ყოველი რბოლის კომპიუტერული სიმულაცია 55
372-ჯერ მოასწროს;
909.5
ამავე დროში, „მაკლარენის“ ბოლიდი მონცას ავტოდრომის
სტარტ/ფინიშის სწორზე, 909.5 მეტრს გაივლის;
529.6
თუ 9.63 წამის განმავლობაში, სიჩქარეს 250-დან 150
კმ/სთ-მდე შეამცირებთ (თანაბრად),529.6 მეტრის გავლას მოასწრებთ;
385.2
ეს არის სიჩქარე (კმ/სთ-ში), რომელსაც ადგილიდან ხაზური
აჩქარებისას, თეორიულად შეიძლება მიაღწიოთ;
26
გულისცემის
რაოდენობა, რომელსაც პილოტის გული აბუ დაბის იას მარინა ცირკვიტზე რბოლისას 9.63
წამში ასწრებს...
ასევე წაიკითხეთ:
No comments:
Post a Comment