21 აგვისტო
წლის პირველი ნახევრის მონაცემებით, სედანი „ტოიოტა
კოროლა“ მთელი მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე გაყიდვადი ავტომობილია. საინტერნეტო
გამოცემა „ბესტ სელინგ ქარზ ბლოგის“ ინფორმაციით, იაპონურმა კომპანიამ ამ პერიოდში
ზუსტად 586 381 „კოროლა“ გაჰყიდა.
მეორე ადგილზე „ფორდ ფოკუსია“, რომელიც იმავე
პერიოდში 502 834 ცალია გაყიდული. საინტერესოა, რომ მხოლოდ ამ ორმა ავტომობილმა
გადალახა ნახევარმილიონიანი ზღვარი. მესამეზე „ფოლკსვაგენ ჯეტაა“, რომელსაც 456
367 მყიდველი გამოუჩნდა. მოწინავე ხუთეულში ასევე შესულია „ტოიოტა ქემრი“ (399
659) და „ფოლკსვაგენ გოლფი“ (393 413).
აღსანიშნავია, რომ წინა წლის იმავე პერიოდთან
შედარებით, გაყიდვების ყველაზე მკვეთრი ზრდით „სუძუკი სვიფტი“ გამოირჩევა,
რომელსაც გაყიდვების ჩამონათვალში მე-16 ადგილი უკავია და ამგვარად, მან სიაში 15 საფეხურით
წინ წაიწია. ამ მხრივ, მეორე ადგილზე „ოპელ ასტრაა“, რომელმაც 8 საფეხურით, მე-19 ადგილამდე
წამოიწია.
შემდეგ არიან: „ტოიოტა ქემრი“ (მე-4, +8), „ფოლკსვაგენ
ჯეტა“ (მე-3, +7), „ნისან ტიიდა“ (მე-9, +6), „ჰიუნდაი აქცენტი“ (მე-13, +6), „ჰონდა
CR-V“ და ასე შემდეგ. პოზიციები (ყველაზე მეტად) გაუუარესდათ: ჩინურ „ვულინ
სანშაინს“ (მე-17, -10), „ფოლკსვაგენ პოლოს“ (მე-12, -8), „ჰიუნდაი ელანტრა“
(მე-11, -5)...
შარშანდელი
მონაცემებით, ბესტსელერი ისევ „ტოიოტა კოროლა“ იყო, რომელიც 1 მილიონ 141 709 ცალი
გაიყიდა. მეორე ადგილი მაშინაც „ფორდ ფოკუსს“ ერგო (882 551 ცალი), მესამეზე კი „ფოლკსვაგენ
გოლფი“ გავიდა (864 452 ავტომობილი).
ასევე წაიკითხეთ
„ტოიოტამ“ მსოფლიო ლიდერობა დაიბრუნა
http://autopanoramaf1.blogspot.com/2012/07/blog-post_6603.html |
No comments:
Post a Comment