21 აგვისტო
„ბოულერი“ ბრიტანული კომპანიაა, რომელიც „ლენდ
როვერის“ ავტომობილების სარბოლი ვერსიების წარმოებაზეა სპეციალიზებული. წლების
განმავლობაში, ის სწორედ „ლენდ როვერის“ ლიცენზიით მუშაობს. ამ ორ კომპანიას შორის
თანამშრომლობა იმდენად მჭიდროა, რომ ბევრს შეიძლება ჰგონებოდა, რომ ისინი ერთი
სტრუქტურის ნაწილებია. მაგრამ ასე არ იყო...არ იყო, რადგან ამიერიდან პრაქტიკულად სწორედ ასე იქნება - „ბოულერი“ და „ლენდ როვერი“ უკვე ოფიციალური პარტნიორები არიან და კვლავ ერთობლივად ეცდებიან დაკარის, ბახა 1000-ის და სხვა ურთულეს რბოლებში გამარჯვებას. უკვე 25 წელია, „ბოულერი“ „ლენდ როვერის“ ბაზაზე სარბოლ ავტომობილებს აწარმოებს. ამ დროის განმავლობაში, ოთხი თაობის სარბოლი ავტომობილები გამოუშვა. ამიერიდან კი თავისი მანქანების ბაზისად არამხოლოდ „ლენდ როვერის“ ტექნიკას გამოიყენებს, არამედ მისთვის ლეგენდარული მარკის ტექნოლოგიებიც ხელმისაწვდომი იქნება. მის ავტომობილებზე კი გაჩნდება წარწერა: „პაუერდ ბაი ლენდ როვერ“.
აღსანიშნავია, რომ „ბოულერს“ აქამდე საფუძვლად „ლენდ
როვერის“ არაერთი ავტომობილი აქვს გამოყენებული. მისი ახლანდელი მოდელები -
სარბოლი EXR და საგზაო EXR S, „რეინჯ როვერ სპორტის“ ბაზაზეა
შექმნილი. ოღონდ, „ბოულერი“ მათ მოდიფიკაციას საკუთარი შესაძლებლობებით უტარებს.
სხვათა შორის, EXR სპეციალურად დაკარის რბოლებისთვისაა შექმნილი, რაც
ბრიტანული კომპანიის დიდ შესაძლებლობებზე მიგვანიშნებს.
ორ კომპანიას შორის გაფორმებული ახალი შეთანხმება
სწორედ ამ ორ ავტომობილთან დაკავშირებულ თანამშრომლობას შეეხება. ცნობისათვის, ორივე
ავტომობილი აღჭურვილია „რეინჯ როვერ სპორტის“ 5.0-ლიტრიანი V8 ძრავით. ოღონდ
სარბოლ EXR-ზე ის ატმოსფერულია და 300 ცხენის ძალას და 582 ნიუტონმეტრს იძლევა (შეზღუდულია
FIA-ს T1 რეგლამენტით), საგზაო EXR S-ზე კი ტურბოკომპრესორითაა აღჭურვილი და 550 ცხენის
ძალას და 705 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს. საინტერესოა ისიც, რომ EXR S „ბოულერის“
პირველი საგზაო ავტომობილია.
„ბოულერ
EXR S“ პირველად საზოგადოების წინაშე გუდვუდის სიჩქარის ფესტივალზე წარსდგა. ბრიტანეთში
„ბოულერი“ ამ ავტომობილს 155 000 გირვანქა სტერლინგად ჰყიდის.
ვიდეო
ასევე წაიკითხეთ
No comments:
Post a Comment