4 სექტემბერი
ბელგიის დიდი პრიზის შემდეგ, ლუის ჰამილტონმა
ტვიტერზე თავისი მანქანის ტელემეტრიული გრაფიკები გამოაქვეყნა. ეს მონაცემები
საკვალიფიკაციო რბოლის ბოლო წრიდანაა აღებული, რომლითაც ბრიტანელ მრბოლს იმის ჩვენება
სურდა, რომ ჯენსონ ბატონის მანქანა ტრასაზე უკეთ იყო მორგებული, ვიდრე მისი.
რა თქმა უნდა, ტელემეტრიული ჩანაწერეი ისეთ
ინფორმაციასაც შეიცავდა, რომლის გამხელაც გუნდს არ სურდა. ასე განსაჯეთ, ერთ-ერთი
კონკურენტი გუნდის შეფმა, ვინც ვინაობის გამხელა არ ისურვა, ბრიტანულ გამოცემა
„ავტოსპორტთან“ საუბრისას განაცხადა, რომ ეს მოულოდნელი პუბლიკაცია, მისი გუნდის ინჟინრებისთვის
„ოქროს მტვერია“, რომელიც მათ „მაკლარენის“ მანქანის შესაძლებლობების შესასწავლად
გამოადგებათ.
„მაკლარენის“ შეფმა მარტინ უიტმარშმა განაცხადა,
რომ მან ჰამილტონს ტვიტერიდან აღნიშნული ინფორმაციის წაშლა მოსთხოვა, რაზეც პილოტს
წინააღმდეგობა არ გაუწევია. მანვე დასძინა, რომ მომხდარის გამო, პილოტის მიმართ
სანქციების გამოყენებას არ აპირებს.
„ის შეცდა. ჩვენ ვთხოვეთ, რომ ეს ინფორმაცია
წაეშალა და ასეც მოიქცა. ვფიქრობ, მას ეჭვი არ ეპარება იმაში, რომ ამ ყოველივეს
მის შედეგებზე გავლენა არ მოუხდენია“, - განაცხადა უიტმარშმა, ვინც კითხვაზე, ხომ
არ მიაჩნია, რომ ეს საიდუმლოს გაჟღავნება იყო, უპასუხა - არა!
„ასე არ ვფიქრობ. საინტერესოა, სხვა გუნდბის შეფებს
მსგავს ფაქტზე რა რეაქცია ექნებოდათ. უბრალოდ, ის შეცდა, მაგრამ შეცდომა უკვე
გამოსწორებულია და მან ბოგვიბოდიშა კიდეც. მოკლედ, ინციდნტი ჩავლილია“, - ამბობს
უიტმარში.
„მაკლარენის“ ტექნიკური დირექტორი პადი ლოუ თვლის,
რომ მეტოქე გუნდები ამით რამე სარგებელს ვერ მიიღებდნენ, მაგრამ ნებისმიერ
შემთხვევაში, ასეთი ინფორმაციის გამოქვეყნება არასწორი საქციელი იყო. „რამდენიმე
ინჟინერმა მომმართა და შემატყობინა ყოველივე. მთავარი პრობლემა ისაა, რომ ასეთ
ინფორმაციას სხვებს არ ვუზიარებთ. თუმცა, ისიც შემიძლია ვთქვა, რომ ამ ინფორმაციით
რაიმე რეალური სარგებლის მიღება შეუძლებელია. არამგონია, ამით დავზარალებულიყავით.
ინჟინრებს არ უყვართ მსგავსი ინფორმაციის გამოქვეყნება, რადგან ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ
ასეთი მონაცემების საიდუმლოდ შენახვას. ამ კონკრეტულ მონაცემებში განსაკუთრებული
ინფორმაცია არ იყო, მაგრამ დაუწერელი კანონი დაირღვა. სულ ესაა“, - ამბობს ლოუ.
სხვათა შორის, „რედ ბულის“ შეფმა ქრისტიან ჰორნერმა
განაცხადა, რომ ასეთი საქციელისთვის პილოტს გაცილებით მკაცრად მოექცეოდნენ. „ეს
საიდუმლო ინფორმაციის გამჟღავნებაა და ამის საშუალებას ჩვენ არავის მივცემდით“, -
ამბობს ჰორნერი.
სხვათა
შორის, კვალიფიკაციის წინ, ჰამილტონმა თავის მანქანაზე მექანიკოსებს ძველი უკანა
ფრთა დააყენებინა, ბატონის მანქანაზე კი ახალი ფრთა იდგა. თავად ჰამილტონმა თავისი
ცუდი შედეგი სწორედ ამ გარემოებით ახსნა, მერე კი ტელემეტრია გამოაქვეყნა...
ასევე წაიკითხეთ:
ერთი-ერთზე ლე მანთან
No comments:
Post a Comment