4 სექტემბერი
მაზერატის წერილი-ტიზერი |
პარიზის საავტომობილო შოუზე, „მაზერატი“ თავის ახალ
ავტომობილს, ორადგილიან სპორტულ ავტომობილს წარადგენს, რომელზეც ძრავი ბაზაშია
განლაგებული. იტალიურმა კომპანიამ ეს ინფორმაცია თავის კლიენტებს წერილობით
შეატყობინა. წერილში აღნიშნულია, რომ „ეს იქნება ავტომობილი, რომელიც ექსკლუზიურობის,
სტილის და დინამიკური შესაძლებლობების ახალ ჰორიზონტებს გადაგიშლით“.
„მაზერატი“ ჯერ თავისი სიახლის შესახებ ინფორმაციას
საიდუმლოდ ინახავს, მაგრამ არსებობს ვარაუდი, რომ ის ნათესავი „ალფა რომეოს“ მოდელ
4C-ს ბაზაზე იქმნება. მოდენელები პარიზში ამ ავტომობილის კონცეპტუალურ პროტოტიპს
წარადგენენ, მის წარმოებას კი ორ-სამ წელიწადში დაიწყებენ. ამ ავტომობილის
სავარაუდო კონკურენტები, ნათესავი „ფერარი 458“ და „პორშე 911“ იქნებიან.ალფა რომეო 4C |
ახალი სპორტ ქარი კუპე „გრანტურიზმოს“ შეცვლის და
მას სახელად „გრანსპორტს“ შეარქმევენ. მის კონსტრუქციაში, ისევე როგორც დონორი
ავტომობილისაში (ალფა 4C), უხვად გამოიყენებენ კარბონის კომპოზიტს. „ფერარის“
წარმოების 4.7-ლიტრიანი V8 ძრავი (460 ცხ.ძ) ბაზაში მოთავსდება, რომელიც 7-საფეხურიანი
რობოტიზებული ტრანსმისიის დახმარებით, უკანა წამყვან ბორბლებს დაატრიალებს.
არაა გამორიცხული, რომ ამ ძრავის გამოყენებისგან
კომპანიამ თავი შეიკავოს და „ფერარის“ სრულიად ახალი, წყვილ ტურბოიანი V6
ამჯობინოს, რომელსაც მარანელოელები არამხოლოდ ტავიანთი, არამედ „მაზერატის“
საჭიროებისთვისაც ქმნიან. ამ ძრავის საპროექტო სიმძლავრე 445 ცხენის ძალაა. მისი
გამოყენების შემთხვევაშიც, გამომუშავებულ მაბრუნ მომენტს, ზემოთ ნახსენები კოლოფი
გადაამუშავებს, რომელიც ძრავს ორდისკოიანი ქუროთი დაუკავშირდება.
„მაზერატის“ წინასწარი გათვლებით, ავტომობილის წონა
1200 კილოგრამზე მეტი არ უნდა იყოს. ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის აკრეფა მან 4.0
წამზე ნაკლებში უნდა შეძლოს, მაქსიმალური სიჩქარე კი 300 კმ/სთ-ზე მეტი იქნება.
„მაზერატი“
გაყიდვების 10 000 ერთეულამდე გაზრდას გეგმავს და ახალი ორადგილიანი სპორტული
ავტომობილი, ამ გეგმის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილი იქნება. იტალიური
კომპანია იმედვნბს, რომ ამ ავტომობილს წლიურად დაახლოებით 2000 ცალს გაჰყიდის. გარდა
ამისა, მალე უგზოობის ავტომობილის წარმოებასაც დაიწყებს, რომელსაც „ჩინკვეპორტეს“
(ხუთკარიანი) დაარქმევენ.
ასევე წაიკითხეთ
No comments:
Post a Comment