4 სექტემბერი
ახლოვდება პარიზის მოტორ შოუ და სულ უფრო მეტ
ინფორმაციას ვღებულობთ იმ ავტომობილებზე, რომლებსაც მათი შემქმნელები პირველად
გვიჩვენებენ. ოღონდ, რა თქმა უნდა, ეს ინფორმაცია არასრულია და უფრო მეტის გაგების
სურვილს აჩენს. ასე ღვივდება ინტერესი გამოფენის ექსპონატებისადმი, იმ
ავტომობილებისადმი, რომლებმაც მათს მწარმოებლებს მოგება უნდა მოუტანოს.
რა თქმა უნდა, ამ მარაქაშია „მერსედეს-ბენცი“,
რომელმაც განსჯისთვის თავისი კორპორატიული სტილის ახალი მიმდინარეობა, სახელად „ესთეტიქს
S“
მოამზადა. ჯერ ცნობილი არაა, ამ ახალი სტილის ჩვენებას სამქიმიანები კონცეპტუალური
ავტომობილის მეშვეობით აპირებენ, თუ სხვა ფორმით. ერთი რამის თქმა დანამდვილებით
შეიძლება - ეს არ იქნება ახალი S-კლასის სედანი, რომელსაც პირველად ალბათ მერმისს,
შანჰაის მოტორ შოუზე გიჩვენებენ.
„სკულპტურა ახალი დიზაინის გამორჩეულ ასპექტებს
გვიჩვენებს. „ესთეტიკ S-ის“ დიზაინითა და პროპორციებით, ჩვენ ერთმანეთს შევუხამეთ
თანამედროვე მგრძნობიარე ფორმები, სტატუსი და სპორტული დახვეწილი სტილი“, -
განმარტავს გერმანული კომპანიის დიზაინის განყოფილების შეფი გორდენ ვაგენერი და
დასძენს:
„S-კლასისთვის დამახასიათებელი მოხაზულობა
ყოველთვის წარმოადგენდა საავტომობილო კულტურის საუკეთესო მხარეს. ახალი S-კლასი
ამ ტრადიციას გააგრძელებს და თავისი შთამბეჭდავი მოყვანილობით, ჩვენი დიზაინის
ახალ სტილს გიჩვენებთ, რომელიც მომდევნო წლებში ჩვენს ავტომობილებზე დამკვიდრდება“.
ასევე წაიკითხეთ
No comments:
Post a Comment