Tuesday, September 4, 2012

ახალი „ჰიუნდაი სანტა ფე“ ოჯახიანი მყიდველებისთვის

Hyundai Counts on New Santa Fe SUV to Boost its Family Sales in the US
4 სექტემბერი
„ჰიუნდაის“ გაყიდვების ბუმი გრძელდება. კორეულმა კომპანიამ პირველ კვარტალში, მთელს მსოფლიოში 1 072 679 ავტომობილი გაჰყიდა, რაც შარშანდელი იმავე პერიოდის მაჩვენებელზე 16.7 პროცენტით მეტია. და ეს მაშინ, როდესაც კომპანიამ ახლახანს დიდი გაფიცვები გადაიტანა და ესეც რომ არა, თავის ავტომობილებზე მოთხოვნის დაკმაყოფილებას ძლივს ასწრებს.
კორეული კომპანია გაყიდვების განუხრელი ზრდის უზრუნველყოფას სამოდელო გამის გაფართოებით ახერხებს. მაგრამ როგორც ჩანს, ათვისებულ სეგმენტებშიც არსებობს აუთვისებელი ნიშები. „ჰიუნდაის“ ამერიკული შტოს მთავარი აღმასრულებელი ჯონ კრაფჩიკი ამბობს, რომ გაყიდვების ზრდის სოლიდურ რესურსს ახალი „სანტა ფე“ იძლევა, ავტომობილი, რომელიც ოჯახიანი მყიდველისთვისაა მიმზიდველი.
„ჩვენ ძირიტადად ვაწარმოებთ ავტომობილებს, რომლებიც უფრო დაუოჯახებელ მყიდველს იზიდავს. ჩვენი ავტომობილები ასევე ზრდასრული შვილების მყოლე ოჯახებისთვისაცაა. მაგრამ ჩვენი ავტომობილების შეძენა ასევე სურთ იმ ადამიანებს, ვისაც მცირეწლოვანი შვილები ჰყავთ. მათთვის კი ჯერჯერობით მცირე არჩევანი გვაქვს. მაგრამ ამიერიდან, ახალი „სანტა ფეს“ სახით, ასეთი მყიდველის დაკმაყოფილებასაც შევძლებთ“, - ამბობს კრაფჩიკი.
ის ვარაუდობს, რომ მისი შტო, წლიურად დაახლოებით 100 000 „სანტა ფეს“ გაყიდვას შეძლებს. საინტერესოა ერთი ფაქტი: ამერიკის ბაზარზე „ჰიუნდაის“ მესამე ყველაზე გაყიდვადი ავტომობილი, წინა „სანტა ფეა“, რომელიც უკვე ექვსი წლისაა და აქედან გამომდინარე, საკმაოდ დაძველებულიც.
ახალი „სანტა ფე“ სრულიად ახალი პლატფორმაზეა ბაზირებული, გარეგნულად კი კომპანიის ახალ სტილშია შესრულებული, რომელიც „თხიერი სკულპტურის“ სახელითაა ცნობილი. ის შეიძლება იყოს როგორც ხუთ, ასევე შვიდადგილიანი, წინა და სრულამძრავიანი. ხუთადგილიანი „სანტა ფე“, რომელსაც დამატებით სახელად „სპორტიც“ აქვს, ამერიკის ბაზარზე უკვე იყიდება. რაც შეეხება შვიდადგილიანს, რომელიც „ვერაკრუსს“ შეცვლის, ის „სპორტზე“ 21 სანტიმეტრით გრძელია და ბაზარზე დეკემბერში უნდა გამოჩნდეს.
„ჰიუნდაიმ“ განსაკუთრებული ყურადღება, ახალი „სანტა ფეს“ წონის შემცირებას დაუთმო. ამისათვის, მისი კონსტრუქციის 38 პროცენტი, დიდი სიმტკიცის მქონე ფოლადისგან დამზადდა. შედარებისთვის, წინა „სანტა ფეზე“, ასეთი ფოლადისგან სტრუქტურის 8 პროცენტი არის დამზადებული. ამის შედეგი ისაა, რომ ახალი „სანტა ფე“ წინამორბედზე 120 კილოგრამით მსუბუქია, შვიდადგილიანი „სანტა ფე“ კი „ვერაკრუსზე“ 180 კილოგრამით მსუბუქია.


ასევე წაიკითხეთ

”ლაზიკა” (ვიდეო)


და

„ტოიოტამ“ მსოფლიო ლიდერობა დაიბრუნა

http://autopanoramaf1.blogspot.com/2012/07/blog-post_6603.html

No comments:

Post a Comment