Tuesday, September 4, 2012

ჟაკ ვილნევი ბაქოს ქუჩებში გაინავარდებს

Jacques Villeneuve to make sportscar return in Azerbaijan street race
4 სექტემბერი
ფორმულა ერთის 1997 წლის სეზონის ჩემპიონი, კანადელი ჟაკ ვილნევი, სარბოლი ავტომობილის კვლავ მიუჯდება და მონაწილეობას მიიღებს ახალ სერია „სიტი ჩელენჯის“ პირველ ეტაპზე, რომელსაც ბაქოს ქუჩები უმასპინძლებს. ასპარეზობა 6-7 ოქტომბერს, ბაქოს პარლამენტის შენობის მიმდებარე ქუჩაზე ჩატარდება, სადაც ახლახანს, დევიდ კულტჰარდმა „რედ ბულ RB7-ით“ ინავარდა.
ვილნევმა სარბოლი ავტომობილით ბოლოს 2009 წელს იასპარეზა, როდესაც გუნდ „მოსლერის“ სარბოლი „პორშე 911 GT3-R-ით“ მონაწილეობა სპას 24-საათიან რბოლაში მიიღო. კანადელ მრბოლთან ერთად, იმავე მანქანით ფ1-ის კიდევ ერთი ყოფილი პილოტი, ჰოლანდიელი იოს ფერსტაპენი იასპარეზებს.
რაც ფ1-დან წავიდა, ვილნევმა რამდნიმე სერიაში მოსინჯა ძალები. იასპარეზა ავსტრალიის სერია „V8 სუპერქატზში“, ამერიკულ ნასქარ-სა და ლე მანზეც კი (პეჟოს პროტოტიპით). მაგრამ თავი არაფრით გამოუჩენია. ახლახანს ის „ფერარიმ“ მარანელოში მიიწვია, სადაც იმ მანქანის ტესტირების საშუალება მიეცა, რომლითაც ერთ დროს მამამისი, ჟილ ვილნევი ფ1-ში ასპარეზობდა.
„სიტი ჩელენჯი“ ჯერჯერობით სრულიად ახალი და უცნობი სერიაა. ბაქოში ვილნევის და ფერსტაპენის გამოსვლა, რბოლის პილოტი ვერსია იქნება. მისი ორგანიზატორი, გერმანელი ბიზნესმენი ჰარტმუტ ბეიერი იმედოვნებს, რომ მალე მისი წამოწყება პოპულარული გახდება და ამაში ვარსკვლავებს მნიშვნელოვანი როლი აკისრიათ. მომავალ სეზონში, სერიის კალენდარში მხოლოდ ხუთი ეტაპი შევა, მომდევნო სეზონში კი ეტაპების რიცხვი გაორმაგდება. რბოლები GT3 რეგლამენტის შესაბამისად ჩატარდება და მათში შესაბამისი კლასის ავტომობილებით იასპარეზებენ.
ბაქოს რბოლაში მონაწილეობის განაცხადი უკვე რამდენიმე გუნდს აქვს შეტანილი.


ასევე წაიკითხეთ:
ერთი-ერთზე ლე მანთან


40 წელი ინდი 500-ზე „მაკლარენის“ პირველი გამარჯვებიდან

http://autopanoramaf1.blogspot.com/2012/05/40-500.html


ძანარდი ინდი 500-ზე ოცნებობს

No comments:

Post a Comment