Today's 'Race Car Driver Freaking Out His Wife On A Track' is BMW's
Augusto Farfus
25
სექტემბერი
ავგუსტო ფარფუსი, ბრაზილიელი მრბოლი, ფორმულა
3000-ის ევროპული სერიის 2003 წლის ჩემპიონი, ფორმულა „რენო 2.0-ის“ ევროთასის
2001 წლის ჩემპიონი, ამ სეზონიდან DTM-ის (გერმანიის ტურიზმის ჩემპიონატი)
მონაწილეა და „ბეემვეს“ ავტომობილს მართავს.
ამ ვიდეოზე კი ის თავის მეუღლეს - ლირი ფარფუსს „აწამებს“.
ცოცხი რა შუაშია, წამების იარაღი „ბეემვე M3 კუპეა“, წამების ადგილი - ნურბურგრინგის
ჩრდილოური მარყუჟი, იგივე „მწვანე ჯოჯოხეთი“. „ჯალათი“ თავის „საკბილოს“ პირზე
ღიმილით „აწამებს“.
„წამება“ 10 წუთს გაგრძელდა. შუა წამებაში, „პატიმარი“
კინაღამ გატყდა. საბოლოოდ ყველაფერი ისე დამთავრდა, როგორც მოსალოდნელი იყო - პატიმარი
და „ჯალათი“, რომელსაც მეუღლე მოფერებით ნინოს ეძახდა, ერთმანეთს გადაეხვივნენ...
სხვათა
შორის, ადრე, ამავე რუბრიკით, „შეაშინე შენი ცოლი სარბოლ ტრეკზე“, ნურბურგრინგის „მწვანე
ჯოჯოხეთში“ საკუთარი მუღლეების „წამება“ რიკარდო პატრეზემ (იტალია, ფ1-ის ყოფილი
პილოტი) და ჟოაო ბარბოსამაც (შარშანდელი ლე მანის მესამე ადგილოსანი) ჩაწერეს...
ვიდეო
ასევე წაიკითხეთ
No comments:
Post a Comment