Wednesday, September 26, 2012

„ფორდ ეკოსპორტი“ პარიზში გაგვეცნობა

Ford EcoSport SUV to Debut in Paris
26 სექტემბერი
„ფორდმა“ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ მისი ახალი უგზოობის ავტომობილის, სახელად „ეკოსპორტის“ მსოფლიო პრემიერა ხვალ, პარიზის მოტორ შოუს პირველ დღეს გაიმართება. ეს არის ჰეჩბეკ „ფოესტას“ მოდიფიცირებულ პლატფორმაზე შემუშავებული პატარა უგზოობის ავტომობილი, რომელიც ცისფერი ოვალის ბრაზილიურ ტექნიკურ ცენტრში შეიმუშავეს და რომელიც სხვა მთელს მსოფლიოში გაიყიდება.
ამერიკული კომპანიის განცხადებით, „ეკოსპორტის“ ევროპული ვერსია, სრულიად ახალი, ბენზინის 1.0-ლიტრიანი (სერია ეკობუსტი) ძრავით და „ამ კლასში საუკეთესო დიზელის ძრავით“ აღიჭურვება. ეს პატარა ავტომობილი, „ფორდის“ უგზოობის ავტომობილების გამაში „კუგას“ დაბლა დაიკავებს ადგილს.

ჯერჯერობით გადაწყვეტილი არაა, „ეკოსპორტს“ ევროპაშიც გამოუშვებენ, თუ არა. ცნობილია, რომ კომპანიის ბევრი ევროპული ქარხანა თავისი შესაძლებლობების ზღვარზე მუშაობს. სამაგიეროდ, „ეკოსპორტს“ ინდოეთშიც გამოუშვებენ და იქიდან ახლომდებარე ქვეყნებში (ჩინეთის გარდა) შეიტანენ.
„ღირებულება, ხარისხი და საწვავის ეკონომიურად ხარჯვა - ეს თვისებები „ფორდ ეკოსპორტს“ ახასიათებს. ამასთან, ის დახვეწილი გარეგნობითაც გამოირჩევა, რაც ხელს არ უშლის იმაში, რომ დანახვისას მასში უგზოობის ავტომობილი ამოიცნოთ“, - „ფორდის“ B-სეგმენტის ხაზის გლობალური განყოფილების დირექტორ ნიკ კოლინსი.

ასევე წაიკითხეთ

„ურუსი“ - გადაშენებული ხარის ოთხბორბლიანი კლონი


”ლაზიკა” (ვიდეო)



No comments:

Post a Comment