Wednesday, September 26, 2012

სარბოლი „ბენტლი კონტინენტალ GT3“ პარიზში

Bentley to Debut New Continental GT3 Concept at Paris Motor Show
26 სექტემბერი

„ბენტლი“ რომ პარიზის მოტორ შოუზე კონცეპტუალურ სარბოლ ავტომობილ „კონტინენტალ GT3-ის“ ჩვენებას აპირებდა, ამის შესახებ ინფორმაცია კარგა ხნის წინ გავრცელდა. და აი, შოუს გახსნის წინა დღეს, ბრიტანულმა კომპანიამ ამ ავტომობილის ფოტოები, ყოველგვარი ინფორმაციის გარეშე გაავრცელა.
ფოტოებზე ჩანს, რომ ავტომობილი აეროდინამიკურად ისეა დახვეწილი, რომ სარბოლ ტრეკზე მაქსიმალურად ეფექტური იყოს. პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ მანქანა მაქსიმალურად დაბლაა დაწეული. მისი წინა ნაწილი სპოილერებით და წინა დიფუზორით გამდიდრდა. დაიბერა საბორბლე თაღები. ეს დაბერვა განსაკუთრები შესამჩნევი უკანაა. უკანვე განლაგდა ზორბა ანტი ფრთა.
გამოსაბოლქვი მილები გვერდებზე გამოიტანეს, ჩვეულებრივი ბორბლები და საბურავები კი განიერი, მსუბუქი მეტალისგან ჩამოსხმული ბორბლებით და „სლიკ“ რეზინით შეიცვალა. მაქსიმალურად გამარტივდა ინტერიერი, სადაც მხოლოდ ერთი და ისიც სპორტული სავარძელი მოთავსდა. რა თქმა უნდა, სალონი უსაფრთხოების „ბუდით“ (კარკასით) გაამაგრეს. რა თქმა უნდა, სალონმა კომფორტის ყველა საშუალება დაკარგა.
ჯერჯერობით ზნელი სათქმელია, რა ძრავი ანიჭებს სარბოლ კონტინენტალ GT3-ს მამოძრავებელ ძალას. ეს შეიძლება იყოს როგორც V8, ასევე W12, რომლებსაც „ბენტლი“ თავის ავტომობილებზე იყენებს. რა თქმა უნდა, აგრეგატი გაძლიერებული იქნება.



ასევე წაიკითხეთ

„მაკლარენ P1“ – F1-ის შემცვლელის პირველი გამოცხადება

No comments:

Post a Comment