Wednesday, September 26, 2012

ოსტინის ტრასა მზადაა

Austin's Circuit of The Americas passes final FIA inspection
26 სექტემბერი
ჩარლი უაიტინგი
ოსტინის ავტოდრომი, სახელად „ცირკვიტ ოფ ამერიკას“, რბოლების მისაღებად მზადაა. FIA-ს (საერთაშორისო საავტომობილო ფედერაცია) უსაფრთხოების დელეგატმა და რბოლების დირექტორმა ჩარლი უაიტინგმა ოფიციალურად განაცხადა, რომ ტექსასური ტრეკი სრულად შეესაბამება ფორმულა 1-ის მოთხოვნებს.
„ტრეკის დიზაინი შესანიშნავია. შესრულებული სამუშაოს მასშტაბი აღტაცებას იწვევს. და დარწმუნებული ვარ, ეს განსაკუთრებული რბოლა იქნება. ამის გარანტიას სხვადასხვა პიტის მოსახვევები იძლევა, რომლებიც გასწრების ბევრ შანსს იძლევა“, - ტრეკის ორსაათიანი ინსპექციის შემდეგ განაცხადა უაიტინგმა.
„მას შემდგ, რაც აქ ბოლოს ვიყავი, ძალიან ბევრი რამ შეიცვალა. აქ მომუშავე ბიჭებმა განსაცვიფრებელი საქმე გააკეთეს. ყველაფერი უმაღლესი ხარისხისაა. ასეც ველოდით, მაგრამ ნანახმა მაინც ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. მათი დამსახურებით, არანაირი შენიშვნა არ მაქვს.
ცირკვიტ ოფ ამერიკას
უაიტინგმა ოსტინის უახლეს ტრეკს პირველი კატეგორია მიანიჭა, რაც იმას ნიშნავს, რომ მასზე შესაძლებელია ფორმულა ერთის რბოლების ჩატარება. ამგვარად, ეს იქნება ტრასა, რომელიც ამერიკის მიწაზე, 2007 წლის შემდეგ პირველ დიდ პრიზს უმასპინძლებს. რბოლა 16-18 ნოემბერს ჩატარდება.
უაიტინგი ამბობს, რომ ბოლო ინსპექციას რბოლამდე ერთი კვირით ადრე ჩაატარებს, თუმცა ისიც აღიარა, რომ ტრასაზე მხოლოდ წვრილმანის საქმეღა დარჩა შესასრულებელი, ისეთები, როგორიცაა სამღებრო და მოსაპირკეთებელი სამუშაოები.


ასევე წაიკითხეთ

ქაჯაიას ჰეთ-თრიკი ნოგაროზე

No comments:

Post a Comment