26
სექტემბერი
„ჰიუნდაი“ პარიზის მოტორ შოუზე, რომელიც ხვალ
გაიხსნება, რალის მსოფლიო ჩემპიონატისთვის (WRC) მომზადებულ ავტომობილს გაგვაცნობს.
ესაა i20 WRC, სერიულ ჰეჩბეკ i20-ის ბაზაზე შექმნილი სარბოლი ავტომობილი.
შეგახსენებთ, რომ რალის მსოფლიო ჩემპიონატში
მომავალის სეზონიდან „ფოლკსვაგენი“ ჩაერთვება, რომელნაც ამისათვის სპეციალურად მოამზადა
B-სეგმენტის ჰეჩბეკი „პოლო“. ეს ავტომობილი უკვე გადის ტესტებს და მან მონაწილეობა
რამდნიმე რბოლაშიც კი მიიღო. ამასთან, მის ცალკეული კომპონენტები ტესტირებას „შკოდას“
სარბოლ ავტომობილზეც გადის.
რაც შეეხება i20 WRC-ს, მისი შემუშავება კორეული კომპანიის გერმანულ (ქალაქი ოფენბახი) ტექნიკურ ცენტრში მიმდინარეობს. სავარაუდოდ, ამ ავტომობილს პირველად რბოლაში მომავალ სეზონში ვიხილავთ, 2014 წელს კი ის რალის მსოფლიო ჩემპიონატზე პირველ სრულ სეზონს ჩაატარებს.

სხვათა შორის, იმავე სეზონში, რალის მსოფლიო
ჩემპიონატს „ტოიოტაც“ დაუბრუნდება, რომელიც ამისათვის იმავე B-სეგმენტის ჰეჩბეკ „იარისს“
ამზადებს.
ასევე წაიკითხეთ
No comments:
Post a Comment