Bugatti Type 35 Replica on Jay Leno
26
სექტემბერი
ჯეი ლენო არამხოლოდ ცნობილი ტელეწამყვანია, არამედ უძველესი
ავტომობილების ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული კოლექციონერიცაა მთელს მსოფლიოში.
თანაც, შეძლებისდაგვარად, ყველა მათგანის აღდგენას ცდილობს და რა თქმა უნდა, მათზე
განავარდებითაც ხშირად ერთობა.
ლენოს განსაკუთრებით „ბუგატის“ ავტომობილბს ეთაყვანება.
მის უზარმაზარ ფარეხში რამდენიმე დგას კიდეც. მათ შორისაა „ტაიპ 37“, რომელიც
მილიონები ღირს. ბუნებრივია, ასეთ ეგზემპლარს განსაკუთრებული მოვლა სჭირდება და მასზე
ხშირად გასეირნებაც რისკიანია - მანქანა შეიძლება ისე გაფუჭდეს, რომ გადასაგდებიც
კი გახდეს.
ამ შემთხვევისთვის, საუკეთესო გამოსავალი რეპლიკაა,
რომელიც არც ძალიან ძვირია (ორიგინალთან შედარებით) და გამძლეცაა. თუ მაინც
გაფუჭდა, გულიც ნაკლებად დაგწყდება. დაჯექი და რამდენიც გინდა, ინავარდე.
არის კომპანია, რომელიც ასეთი რეპლიკების
წარმოებაზეა სპეციალიზებული. მას „ანგლო მარკეტსი“ ჰქვია და ის ადრე მხოლოდ
ანტიკვარული ავტომობილების რემონტზე იყო ორიენტირებული, თუმცა შემდეგ მათი
რეპლიკების წარმოებაც დაიწყო. და აქეთკენ ერთ-ერთმა კლიენტმა უბიძგა, რომელმაც
თავისი ანტიკვარის ასლის დამზადება ისურვა...
თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით, „ანგლო
მარკეტსი“ ანტიკვარული ავტომობილების აბსოლუტურად ყველა დეტალის ასლის დამზადებას
ახერხებს. და რეპლიკებსაც მათგან ქმნის. ამ კომპანიამ ლენოსთვისაც სწორედ ასეთი დეტალებით
შექმნა „ბუგატი ტაიპ 35-ის“ რეპლიკა. მუხრუჭები, გადაცემათა კოლოფი, საბურავები, საჭის
მექანიზმი... ყველაფერი ორიგინალური ავტომობილის შესაბამისი ორიგინალური ნაწილების
ასლებისგან დამზადდა.
კლონირებული
„ბუგატი ტაიპ 35“ 250 000 დოლარი ღირს... ეს ორიგინალური მოდელის ფასის დაახლოებით
10 პროცენტია. ამ ვიდეოზე ჯეი სწორედ კლონირებული „ბუგატი ტაიპ 35-ით“ დაქრის.
ვიდეო
ასევე წაიკითხეთ
No comments:
Post a Comment