26
სექტემბერი
ადრე გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ
პარიზის მოტორ შოუზე „პორშე“ სპორტული სტილის უნივერსალის ჩვენებას აპირებს, დაახლოებით
იმ ტიპისას, როგორიც „მერსედეს-ბენცის“ „CLS შუტინგ ბრეიკია“, სიმართლე
გამოდგა - გერმანულმა კომპანიამ, შოუს გახსნის წინა დღეს, ამ ავტომობილის ფოტოები
გაავრცელა.
ამ ფოტოებზე განსხვავებულ სტილში შესრულებული
ავტომობილია, სახელად „პორშე პანამერა სპორტ ტურიზმო“, რომელიც პარიზში ერთდროულად
ორ მისიას შეასრულებს. ჯერ ერთი, მისი სახით, შემდეგი თაობის „პანამერას“ ბაზაზე შექმნილ
სპორტულ უნივერსალს გავიცნობთ, რომელიც ეგრეთ წოდებულ შუტინგ ბრეიკ ფორმაშია გამოწყობილი.
მეორეც, შესაძლოა, ამ ავტომობილის სახით, ცუფენჰაუზენელები, თავიანთ ახალ სტილს
გვაცნობენ. გარდა ამისა, ავტომობილს აქვს წარწერა e-ჰაიბრიდ,
რაც იმას ნიშნავს, რომ ის პლაგ-ინ ჰიბრიდული სისტემიტაა აღჭურვილი.
ავტომობილის გარეგნობაში აშკარად შეინიშნება მსგავსება
„პორშეს“ ბოლო სიახლეებთან, როგორიცაა ახალი „ბოქსტერი“, „918 სპაიდერი“ და 911.
ამასთან, „პანამერა სპორტ ტურიზმო“ მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი გარეგნული
თვისებებითაც გამოირჩევა და ეს მისი ძარის ტიპიდან გამომდინარეობს.
დანარჩენის შესახებ თავად „პორშე“ ამ ავტომობილის
რეზენტაციაზე, უკვე დღეს მოგვითხრობს...
ასევე წაიკითხეთ
No comments:
Post a Comment