Hyundai pulls out of all motorsports in North
America
27 სექტემბერი
პირველად
ამის შესახებ, სახელოვანმა ამერიკელმა მრბოლმა რის მილენმა გამოაცხადა, რომელიც
სწორედ „ჰიუნდაის“ ავტომობილით ასპარეზობს ხოლმე პაიკს პიკის რბოლებში. ახლახანს
კი, პარიზში გახსნილ მოტორ შოუზე, კორეულმა კომპანიამ დაადასტურა, რომ მომავალი
სეზონიდან, ჩრდილოეთ ამერიკაში ყველანაირ მოტორსპორტულ აქტივობას (ფორმულა დრიფრი
და რალიქროსის ჩემპიონატი) წყვეტს.
იმ დროს, როდესაც
ყველა იმ ბაზარზე, სადაც შევიდა, „ჰიუნდაის“ საქმე აღმავლობის გზაზეა, კორეული
კომპანიის ავტოსპორტულ აქტივობათა შეჩერება უცნაურად ჩანს. თუმცა „ჰიუნდაი“
განმარტავს, რომ სხვა ტიპის მარკეტინგულ სტრატეგიებზე გადააქვს აქცენტი.
სხვათა
შორის, „ჰიუნდაის“ ერთხელაც არ უცდა აშშ-ის ისეთ პოპულარულ მოტორსპორტულ სერიებში გამოსვლა,
როგორებიც ნასქარ-ი და ინდიქარ-ია. სამაგიეროდ, ნაკლებად ხარჯიან სახეობებში ფიგურირებდა
და საკმაოდ წარმატებითაც. დრიფტი, რალიქროსი და აღმართზე რბოლები სწორედ ასეთებია.
თუმცა, მათ შორისაცაა გამორჩეული ასპარეზობა, როგორიც არის პაიკს პიკი.
„ჰიუნდაის“
მანქანით (სპეციალურად მომზადებული ჯენეზის კუპეთი - ფოტოზე) ახლახანს სწორედ
პაიკს პიკი მოიგო რის მილენმა და თანაც ამ ლეგენდარული რბოლის ახალი რეკორდიც
დაამყარა. ამგვარად, „ჰიუნდაი“ მიდის, რომ მიზანს მიუღწეველს არ ტოვებს. ამ
განცხადების მიუხედავად, კორეული კომპანია მილენის მიტოვებას არ აპირებს და მასთან
ერთად, ამ სეზონს ბოლომდე მიიყვანს.
ამერიკიდან
წამოსვლის პარალელურად, კორეული კომპანია დიდი სპორტის დატოვებას არ აპირებს. პირიქით,
პარიზის მოტორ შოუზე, მისი პავილიონის ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი, რალის მსოფლიო
ჩემპიონატისთვის მომზადებული i20-ია.
შეგახსენებთ, რომ „ჰიუნდაიმ“ რალის მსოფლიო ჩემპიონატზე ბოლოს 2003 წელს
იასპარეზა.
ასევე წაიკითხეთ
No comments:
Post a Comment