Thursday, September 27, 2012

ლოები ისევ მიდის?


Sebastien Loeb out of rally?
27 სექტემბერი
სებასტიან ლოებს პრაქტიკულად განაღდებული აქვს მსოფლიო ჩემპიონის მეცხრე ტიტული. და როგორც ჩანს, ეს მისთვის საკმარისია. ყოველ შემთხვევაში, ახლახანს კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მომავალ სეზონში, მხოლოდ რამდენიმე რბოლაში მიიღებს მონაწილეობას.

პარიზის მოტორ შოუზე, სადაც „სიტროენის“ ღონისძიებებში მონაწილეობს, ლოებმა განაცხადა, რომ მომავალი სეზონისთვის, ჯერ მხოლოდ მონტე კარლოს რალიზე გამოსვლა აქვს გადაწყვეტილი. თუმცა, მოგვიანებით კიდევ რამდენიმე ეტაპს დაამატებს.
იქვე მან განაცხადა, რომ შესაძლოა, „სიტროენთან“ ერთად, ტურიზმის კლასის ავტომობილების მსოფლიო ჩემპიონატში, 2014 წლიდან ჩაერთოს. ეს მისთვის ახალი გამოწვევა იქნება. „ჩვენ - მე და „სიტროენი“, ახალ გამოწვევაზე ვფიქრობთ. ესეც მსოფლიო ჩემპიონატია და საინტერესო იქნება, მასში მონაწილეობა“, - ამბობს ლოები, ვისაც რალის მსოფლიო ჩემპიონატზე სულ 74 რბოლა აქვს მოგებული.
ლოებს მეცხრე ტიტულის განაღდება მორიგ ეტაპზევე შეუძლია, რომელიც ოქტომბრის პირველივე უქმეებზე, საფრანგეთში ჩატარდება.
ლოები „სიტროენის“ სახეა. სწორედ ამ როლში მიიღებს მონაწილეობას ტურინგის მსოფლიო ჩემპიონატზე. ყოველ შეთხვევაში, ფრანგული კომპანიის სარბოლი გუნდის შეფი ივ მატონი იმედოვნებს, რომ ლოების როლი პასიური არ იქნება.

ასევე წაიკითხეთ

ქაჯაიას ჰეთ-თრიკი ნოგაროზე


No comments:

Post a Comment