Thursday, September 27, 2012

კონცეპტუალური „DS3 ელექტრუმ“ - ელექტროქსელში „სიტროენიც“ ერთვება

Citroën Plugs Into the Grid with New DS3 Electrum Concept
27 სექტემბერი

ელექტრომობილების სეგმენტში მალე ავტომობილებს „სიტროენიც“ გაჰყიდის. ყოველ შემთხვევაში, ამის პირველი ნიშანი ორმაგმა შევრონმა პარიზში გახსნილ მოტორ შოუზე წარმოადგინა კონცეპტუალური „DS3 ელექტრუმის სახით“.

ეს ავტომობილი გარეგნულად სერიულ შიდაწვისძრავიან DS3-ს ჰგავს, რომლის ბაზაზეცაა თავად შექმნილი. მაგრამ კაპოტის ქვეშ, შიდაწვის ძრავის ნაცვლად, ორი ელექტროძრავი აქვს განლაგებული, რომელთა სიმძლავრე 65 ცხენის ძალაა.
ძრავებს ელექტროენერგიით ლითიუმ-იონური ელემენტების ბლოკი ამარაგებს, რომელიც კომპანია „პანასონიკის“ მიერაა შემუშავებული. დასამუხტი გამომავალი კვანძი იმ ადგილზეა მოთავსებული, სადაც შიდაწვისძრავიან ვერსიას საწვავის ყელი აქვს. აქედან ის სწრაფდამმუხტავს უერთდება.
ფრანგული კომპანიის განცხადებით, მის კონცეპტუალურ ელექტრომობილს ერთი სრული დამუხტვით 120 კილომეტრის გავლა შეუძლია. ამასთან, ელემენტების 80 პროცენტით დამუხტვა ნახევარ საათში შეიძლება. ფრანგული კომპანია გვამცნობს, რომ ელექტრული ძალური დანადგარები ისეთნაირად განლაგდა, რომ სალონში სივრცის და საბარგულის მოცულობის შემცირება არ გამოეწვია. ამასთან, ეს სისტემა ისეა დაპროექტებული, რომ ის კომპანიის სხვა მოდელებსაც მიესადაგოს.



ასევე წაიკითხეთ:
„ფოლკსვაგენ გოლფი“ მეშვიდე სიცოცხლეს იწყებს 

ახალი „ფორდ ფოკუსი“ მსოფლიოს ბესტსელერია

No comments:

Post a Comment