27 სექტემბერი
ოღონდ, პარიზში გახსნილ საავტომობილო გამოფენაზე, „პეჟოს“
პავილიონში წარმოდგენილი სპორტული RCX R ჯერ მხოლოდ კონცეპტუალურია. ის საბაზო RCX-თან
ერთად დგას, რომელიც ლომებმა კოსმეტიკურად შეალამაზეს. საინტერესოა ისიც, რომ RCX
R სპილენძისა და მურა ნახშირის ფერებშია გამოწყობილი.
რატომღაც, ეს ფერი „პეჟოსთვის“ აქტუალური გახდა -
კონცეპტუალური სუპერ ავტომობილი „ონიქსი“ და იგივე სახელის მქონე ელექტრული
სკუტერიც ზუსტად იგივე ფერებშია შეღებილი. ოღონდ, ამ ორის ძარის წარმოებისას,
სპილენძის ფურცლებია გამოყენებული...
„პეჟოRCX R“ აღჭურვილია სტანდარტული ვერსიის ოთხცილინდრიანი
1.6-ლიტრიანი ტურბოძრავით, რომელსაც საფუძვლიანი მოდერნიზაცია ჩაუტარდა. შედეგად, მაქსიმალური
სიმძლავრე 260 ცხენის ძალამდე გაიზარდა. ეს კი ნიშნავს, რომ მისი ლიტრული
სიმძლავრე თითქმის 160 ცხენის ძალაა, რაც მსოფლიოს მასშტაბით, სერიული
ავტომობილებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელია.
მიუხედავად იმისა, რომ სიმძლავრე მნიშვბელოვნად
გაიზარდა, „პეჟო“ აცხადებს, რომ პრაქტიკულად არ გაზრდილა საწვავის ხარჯი. ამასთან,
გამონაბოლქვში ნახშიროჟანგის შემცველობა ყოველ კილომეტრზე 155 გრამია, რაც
სპორტული ავტომობილისთვის კარგი მაჩვენებელია.
ძრავის გარდა, ავტომობილს საკიდარიც დაუხვეწეს. ის
უფრო ხისტი და მოკლესვლიანი გახდა. შეიცვალა ბორბლები, წინა ღერძს კი გაზრდილი
ხახუნის დიფერენციალი ემსახურება. გარდა ამისა, დაიხვეწა აეროდინამიკაც. გაგანიერდა
წინა და უკანა ბორბლების თაღები, რამაც ავტომობილს უფრო აგრესიული იერი შესძინა.
სპორტულ ყაოდაზეა გაწყობილი ინტერიერიც.
„პეჟომ“
გამოაცხადა, რომ RCX R-ის შემუშავებაში მონაწილეობა მისმა მოტორსპორტის დივიზიონმაც
მიიღო და რომ მისი გაყიდვები მომავალი წლის ბოლოს დაიწყება.
ასევე წაიკითხეთ
No comments:
Post a Comment