Friday, November 9, 2012

„ფორდის“ სამცილინდრიანი „ეკობუსტი“ 1.5 ლიტრამდე გაიზრდება


Ford’s Three-Cylinder EcoBoost Could Grow into a 1.5-Liter
9 ნოემბერი
ახლახანს „ფორდმა“ დაამტკიცა, რომ ძრავების წარმოების საქმეში, ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში - მისმა 1.0-ლიტრიანმა „ეკობუსტმა“ წლის საუკეთესო ძრავის წოდება მოიპოვა. ამ ერთ პატარა ძრავში, რამდენიმე დაპატენტებული სიახლეა გამოყენებული, მას კი შეხვდებით როგორც სუბკომპაქტურ „ფიესტაზე“, ასევე „ფოკუსზე“ და მალე „მონდეოზეც“ კი.

თუმცა, ცისფერი ოვალი ამას არ სჯერდება და ამავე ძრავის ახალი მოდიფიკაციების დამზადებასაც აპირებს. ამის შესახებ, გამოცემა „ავტო ექსპრესთან“ საუბრისას, „ფორდის“ ბენზინის ძრავების განვითარების დეპარტამენტის შეფმა ენდი ფრეიზერმა განაცხადა.
„ჩვენ გვაქვს იმის საშუალება, რომ ყოველი ცილინდრის მუშა მოცულობა 0.5 ლიტრი იყოს. ეს ნიშნავს, რომ სამცილინდრიანი ძრავის მოცულობა შეიძლება 1.5 ლიტრამდე გავზარდოთ. განვითარებად ბაზრებზე, გარკვეული მოცულობის ძრავებზე შეღავათები მოქმედებს. მაგალითად, ბრაზილიაში 1.0-ლიტრიან ძრავებზეა მოთხოვნა, ინდოეთში 1.2-ლიტრიანებზე, ჩინეთში კი - 1.5-ლიტრიანებზე. მოკლედ, „ეკობუსტი“ ყველა ჩამოთვლილი ლიტრაჟის ათვისების საშუალებას გვაძლევს“, - ამბობს ფრეიზერი.
მისი თქმით, ახლანდელი 1.0-ლიტრიანი „ეკობუსტის“ სიმძლავრე 125 ცხენის ძალაა, თუმცა მისი 200 ცხენის ძალამდე გაზრდაა შესაძლებელი. აღსანიშნავია, რომ მალე 1.0-ლიტრიანი „ეკობუსტით“ აღჭურვილი „ფიესტა“ ამერიკის ბაზარზეც გამოჩნდება, თუმცა იქაური დილერები ითხოვენ, რომ ძრავის სიმძლავრე 150 ცხენის ძალა იყოს.

No comments:

Post a Comment