Friday, November 9, 2012

„ნისანს“ მთელს მსოფლიოში 42 700 „ლიფი“ აქვს გაყიდული


Nissan Sells 42,700 Leafs Worldwide So Far
9 ნოემბერი
„ნისანი“ თავის პირველ ელექტრომობილ „ლიფს“ ცვალებადი წარმატებით ჰყიდის - გაყიდვები ხან იზრდება, ხან მცირდება. და მაინც, ბაზარზე მისი გამოსვლიდან (2010 წლის დეკემბერი), უკვე 42 700 ცალი „ნისან ლიფია“ გაყიდული. ერთი შეხედვით, ორი წლისთვის ბევრი არაა, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ელექტრომობილები ბაზარზე ჯერ არ დამკვიდრებულა, შეიძლება თამამად ითქვას, რომ იაპონური კომპანია მიღწეულით კმაყოფილი უნდა იყოს.

რაც მთავარია, „ნისანში“ დარწმუნდნენ, რომ ელექტრომობილის მასობრივი წარმოება უკვე შესაძლებელია და რომ გაყიდვებიც შეიძლება სტაბილური გახდეს. შესაბამისად, მასობრივი წარმოება, მის გაიაფებას და მომხმარებლისთვის გაცილებით ხელმისაწვდომს გხდის.
გამოცემა „პლაგ-ინ ქარზს“ მოჰყავს „ნისანის“ უფროს საოპერაციო მოხელის, ტოშიუკი შიგას სიტყვები, რომელთა მიხედვითაც, დაახლოებით 19 000 ცალი „ლიფი“ იაპონიაშია გაყიდული. ამასთან, იაპონური კომპანია იწყებს ამ ავტომობილის გლობალურ სარეკლამო კამპანიას, რასაც აუცილებლად მოჰყვება გაყიდვების ზრდა. ეს კამპანია „ლიფს“ გვაცნობს როგორც არამარტო ქალაქში გადაადგილების ყველაზე მოსახერხებელ, ეკონომიურ და სუფთა საშუალებას, არამედ სახლის ელექტროენერგიით მომარაგების ეფექტურ საშუალებასაც.
აღსანიშნავია, რომ თავიდან „ლიფი“ კარგად იყიდებოდა ამერიკაში, მაგრამ გარკვეულ მიზეზთა გამო, ეს პროცესი შეფერხდა. თუმცა, ოქტომბერში კომპანიამ 1 579 ცალი ელექტრომობილი გაჰყიდა, რაც წინა წლის ოქტომბრის გაყიდვებზე 76 პროცენტით მეტია.

No comments:

Post a Comment