Friday, November 9, 2012

„ფორდ ფოკუს RS“ 350-ცხენისძალიანი „ეკობუსტით“

Ford Focus RS could get 350-hp EcoBoost, E-diff

9 ნოემბერი
„ფორდის“ პოპულარულ მოდელ „ფოკუსის“ ოჯახში, ჯერჯერობით ყველაზე ცხელი და ტემპერამენტიანი მოდიფიკაცია ST-ა, მაგრამ ამერიკული კომპანია მალე ბაზარზე კიდევ უფრო ცხელ RS-ს გამოუშვებს, რომელიც ST-სგან განსხვავებით, 2.0-ლიტრიანი ტურბოძრავით არ აღიჭურვება.
გამოცემა „ავტო ექსპრესი“ ვარაუდობს, რომ „ფორდის“ ევროპული სპორტული დივიზიონი RS ავტომობილს 2.3-ლიტრიან ეკობუსტ ძრავს გამოიყენებს, რომლის სიმძლავრეც 350 ცხენის ძალა იქნება. ამავე ძრავს, ცისფერი ოვალი თავის ახალ „მუსტანგზეც“ გამოიყენებს, რომელიც ბაზარზე 2015 წელს უნდა გამოვიდეს.
იმავე „ავტო ექსპრესის“ ვარაუდით, ძრავს 6-საფეხურიანი მექანიკური კოლოფი შეუწყვილდება. თუმცა, არაა გამორიცხული, რომ მის ნაცვლად, ძრავს ორქუროიანი „პაუერშიფტის“ მოდიფიცირებული ვერსია შეუწყვილონ. ამ მხრივ, RS-ის ინჟინრები მხოლოდ იმ ფაქტს უფრთხიან, რომ ასეთი ტრანსმისიის გამოყენება, ავტომობილის წონას გაზრდის. თუმცა, მათ ალბათ მაინც ამ სეგმენტის ტრენდის გათვალისწინება მოუწევთ, რომელიც სწორედ ორმაგი ქუროთი აღჭურვილი გადაცემათა კოლოფების გამოყენებას ითვალისწინებს.
„ავტო ექსპრესის“ ინფორმაციით, „ფოკუს RS“ წინაამძრავიანი ავტომობილი იქნება, თუმცა ისინი მუშაობენ ახალი ტექნოლოგიების შემუშავებაზე, რომელთა გამოყენებითაც, წინა წამყვანი ბორბლები, მათთვის მიწოდებული დიდი მაბრუნი მომენტის ეფექტურად ათვისებას შეძლებენ. ამ მხრივ, შესანიშნავი გამოსავალი იქნება გაზრდილი ხახუნის დიფერენციალი „E-დიფ“, რომელიც ყველანაირ სიტუაციაში, ბორბლებს მაბრუნ მომენტს, ოპტიმიზებული პორციებით მიაწვდის.
რამდენადაც „ფორდის“ ახალი დევიზია - ერთი „ფორდი“, ანუ ყველა მოდელი გლობალური უნდა იყოს, „ფოკუსის“ RS-ვერსიასაც ალბათ ყველა ბაზარს შესთავაზებენ. ასეთი ავტომობილის სავარაუდო ფასი კი 40 000 დოლარი იქნება.

No comments:

Post a Comment