Friday, November 9, 2012

„მინი“ ხუთკარიან ჰეჩბეკს მერმისს გაგვაცნობს


First Photos of New Five-Door 2014 MINI Hatchback
9 ნოემბერი
იყო დრო, როდესაც „მინი“ მხოლოდ სამკარიან ჰეჩბეკს და მის ღია ვერსიებს აწარმოებდა და იყო მართლაც მინი ავტომობილი. მაგრამ კონკურენციამ კომპანია სამოდელო გამის გაფართოების გზაზე დააყენა და ამჟამად იმდნ მოდელს უშვებს, ცოტა ხნის წინ ალბათ მისი მესვეურებიც ვერ დაიჯერებდნენ. რა თქმა უნდა, ეს „ბეემვეს“ დამსახურებაა, რომლის ხელშიც, ბრიტანული კომპანია წლიდან წლამდე იფურჩქნება...

დღეს მინი სამკარიან ჰეჩბეკს და მის ღია ვერსიას, ქროსოვერს, მინივენს, კუპეს და კაბრიოლეტს უშვებს. და როგორც ჩანს, სამოდელო გამის გაფართოების პროცესი გაგრძელდება. რიგში ტრადიციული „მინის“ რამდენიმე დრივატივია, რომლებმაც კომპანიის გაყიდვები არნახულ ზღვრამდე უნდა აიყვანოს.
როგორც ჩანს, შემდეგი სიახლე ხუთკარიანი ჰეჩბეკი იქნება, რომელსაც „მინი“ მესამე თაობის სამკარიანი ჰეჩბეკის ბაზაზე გამოუშვებს. ამ ავტომობილის სატესტო, შენიღბული პროტოტიპი უკვე გადის გამოცდებს, და ამ პროცესში, ის არაერთმა გამოცემამ დააფიქსირა. სამ და ხუთკარიანი ჰეჩბეკების პრემიერა მერმისს, ალბათ ფრანკფურტის მოტორ შოუზე ჩატარდება.
ორივე ავტომობილის ბაზისად გამოიყენებენ ახალ პლატფორმას, რომელიც „ბეემვემ“ პირველი სერიის მრავალმხრივი დანიშნულების „გრან ტურიზმოსთვის“ შეიმუშავა. ამ ავტომობილის მახარობელი ახლახანს, პარიზის მოტორ შოუზე, კონცეპტუალური „აქტივ ჰაიბრიდი“ გახდა. ახალი პლატფორმის კოდური სახელია UKL1, ის მოდულურია და შეიძლება იყოს როგორც წინა, ასევე სრულამძრავიანი. ცნობისათვის, „გრან ტურიზმოც“ ამჟამად ტესტირების პროცესშია.
გადაღებული მსტოვრული ფოტოები გვკარნახობს, რომ ხუთკარიან ჰეჩბეკს სამკარიანზე გრძელი ბაზა აქვს. სამაგიეროდ, მისი წინა კარები შედარებით მოკლეა. სავარაუდოდ, ხუთკარიანის ბაზაზე მომავალში სედანსაც გააკეთებენ. ამ ორ ავტომობილს ძრავებიც ერთნაირი ექნება. მათ შორის, აუცილებლად იქნება ბენზინის და დიზელის სამცილინდრიანი აგრეგატები. „კუპერ S“ და „ჯონ კუპერ უორკს“ ვერსიები კი შედარებით დიდი, ოთხცილინდრიანი ძრავებით აღიჭურვება.

No comments:

Post a Comment