Friday, November 9, 2012

„ევოკ კაბრიოლტი“ 2014 წელს გამოვა


Evoque Convertible Could Be Coming As Soon As 2014
9 ნოემბერი
„ლენდ როვერი“ იმდენად კმაყოფილია „რეინჯ როვერ ევოკის“ გაყიდვებით, რომ მის ბაზაზე მეტი ავტომობილის გამოშვებას აპირებს. ამის შესახებ, ბრიტანულ გამოცემა „ავტო ექსპრესს“ კომპანიის წარმომადგენელმა განუცხადა. მისი თქმით, „მაიმიტობა იქნება, თუ კომპანია „ევოკს“ არ განავითარებს“.

ღია „ევოკის“ კონცეპტუალური ვერსია, „ლენდ როვერმა“ ჟენევის წლევანდელ მოტორ შოუზე წარადგინა. ეს ავტომობილი ანალიტიკოსებმაც და უბრალო დამთვალიერებლებმაც კარგად მიიღეს, რაც „ლენდ როვერისთვის“ სტიმული გახდა მისი შემდგომი სრულყოფისთვის. თუმცა, იგივე წყაროს ინფორმაციით, ღია „ევოკის“ ჟენევაში წარდგენამდე, „ლენდ როვერს“ მის სერიულ ვერსიაზე მუშაობა დაწყებული ჰქონდა. გავრცელებული ინფორმაციით, „ლენდ როვერი“ ღია „რეინჯ როვერ ევოკს“ 2014 წელს გამოუშვებს.
აღსანიშნავია, რომ უგზოობის ღია ავტომობილებისადმი ბაზარი არაერთგვაროვნადაა განწყობილი. მაგალითად, „ჯიპ ვრანგლერის“ ღია ვერსია კარგად მიიღო, რასაც ვერ ვიტყვით ქროსკაბრიოლერ „ნისან მურანოზე“. არაერთხელ მომხდარა ისეც, რომ მწარმოებლებს ქროსოვერისღია ვერსია კონცეპტუალურად დაუმუშავებიათ, მაგრამ მათი წარმოება ვერ გაუბედავთ.
ასევე ცნობილი გახდა, რომ როდესაც „ევოკს“ ფეისლიფტი ჩაუტარდება, „ლენდ როვერის“ ინჟინრები მას 9-საფეხურიანი ტრანსმისიითაც აღჭურვავენ. ამასთან, მყიდველს სპორტულ „ევოკსაც“ შესთავაზებენ. ის გაძლიერებული 2.0-ლიტრიანი ტურბო ძრავით აღიჭურვება, რომლის სიმძლავრეც 300 ცხენის ძალას მიაღწევს.
ღია და სპორტული ვერსიების შემდეგ (დაახლოებით ხუთ წელიწადში), გრძელბაზიანი „ევოკის“ დებიუტის ჯერიც დადგება. ეს ავტომობილი, ახლანდლ „ევოკსა“ და „რეინჯ როვერ სპორტს“ შორის ნიშას შეავსებს. ამის შემდეგ კი „ლენდ როვერი“ „ევოკზე“ პატარა ავტომობილების გამოშვების პერსპექტივაზეც დაფიქრდება.

No comments:

Post a Comment