რუსთავის ახალ საერთაშორისო მოტორპარკზე, წრიულ
რბოლებში საქართველოს 2012 წლის ჩემპონატი დასრულდა. გაიმართა მე-7 ეტაპის რბოლები,
რომლებმაც ჩემპიონების ვინაობა გაარკვიეს. გრან ტურიზმოს შეუზღუდავ კლასში,
საქართველოს ჩემპიონი ლევან კვინიკაძე გახდა, რომელმაც მე-7 ეტაპის ორივე რბოლა
მოიგო და საბოლოოდ, 18.5 ქულით აჯობა ზურაბ ბეჟაშვილს (ორივე ჰონდა სივიკი).
მესამე ადგილი კი ვასიკო ჭონიშვილმა (ბეემვე) დაიკავა.
Monday, October 29, 2012
რაიკონენი „ლოტუსში“ დარჩა
Kimi Raikkonen: Staying at Lotus was the obvious
choice
29 ოქტომბერი
ინდური რბოლის შემდეგ, კიმი რაიკონენმა და
„ლოტუსმა“ კონტრაქტი ერთი სეზონით გააგრძელეს. რაიკონენის „ფერარიში“ შესაძლო
გადასვლის ტაობაზე ხმები კარგა ხანს ვრცელდებოდა, მაგრამ კორეული ეტაპის წინ,
ფინელმა პილოტმა ყველა გააწბილა, როდესაც არავისთვის საინტერესო განცხადბა
გამოაქვეყნა. მაშინ უკვე აშკარა შეიქნა, რომ კიმი ისევ „ლოტუსში“ დარჩებოდა.
ჰამილტონი: ედრიან ნიუი გენიოსია
29 ოქტომბერი
ლუის ჰამილტონი „რედ ბულის“ ტექნიკურ დირექტორ ედრიან
ნიუის გენიოსად მოიხსენიებს. ის აღიარებს, რომ სულ არ გაჰკვირვებია სეზონის ბოლოს „რედ
ბულის“ აღზევება და ის ფაქტი, რომ სებასტიან ფეტელმა ზედიზედ ოთხი რბოლის მოგება
შეძლო. თანაც, ისე დომინირებს, როგორც წინა სეზონში.
Sunday, October 28, 2012
ფეტელმა ინდოეთში ტრიუმფი გაიმეორა
Vettel wins Indian GP, Alonso second
28 ოქტომბერი
სებასტიან ფეტელის გამარჯვებით დასრულდა ინდოეთის დიდი
პრიზი, რითაც გერმანელი პილოტი, კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა ზედიზედ მესამე
ტიტულს. ფეტელი ერთადერთი მრბოლია, ვისაც „ბუდ ინტერნეიშნლზე“ რბოლა აქვს მოგებული.
მან შარშანაც პოულიდან მოიგო და ამჯერადაც, ფინიშს ისე მიაღწია, წინ წამითაც
არავინ გაუშვია. რაც მტავარია, ტიტულის აწ უკვე ერთადერთ მოცილე ფერნანდო ალონსოსთან
უპირატესობა 13 ქულამდე გაზარდა.
Saturday, October 27, 2012
ალონსო დარწმუნებულია, რომ ტიტულს მოიგებს
Alonso confident he can still win F1 title
27 ოქტომბერი
ინდურ კვალიფიკაციაზე, რომელიც სებასტიან ფეტელმა
დამაჯერებლად მოიგო, ფერნანდო ალონსო მეხუთე შედეგს დასჯერდა. მაგრამ ამის
მიუხედავად, ესპანელი მაინც ოპტიმიზმს ავლენს. უფრო მეტიც, როგორც ამბობს, ასი
პროცენტით დარწმუნებულია, რომ მესამე ტიტულს სწორედ ის მოიპოვებს.
„რედ ბული“ ინდოეთშიც ბატონობს
Vettel on India pole as Red Bull dominate
27 ოქტომბერი
ახლა რომ სეზონის დასაწყისი იყოს, ძალიან უინტერესო
ჩემპიონატის მოწმენი გავხდებოდით, ჩემპიონატისა, რომელსაც ერთი მოქმედი პირი და 23
სტატისტი ეყოლებოდა. ის ერთადერთი მოქმედი პირი, ისევე როგორც გასულ სეზონში,
სებასტიან ფეტელი იქნებოდა. ფეტელი და მისი „რედ ბული“ თავის ედრიან ნიუისთან
ერთად. სწორედ ნიუისთან, რადგან სწორედ ამ გენიოსის წყალობით, ბოლო სამ სეზონში
„წითელ ხარებს“ ბადალი არ მოეპოვებათ.
Subscribe to:
Posts (Atom)




