27 ივლისი
ეს ჯერ სულაც არ ნიშნავს, რომ იტალიური გუნდი აღარ
აპირებს ბრაზილიელი პილოტის შენარჩუნებას. უბრალოდ, მას „სუფთა ფურცლიდან“
დაელაპარაკება. ანუ, მომავალ სეზონში, თუ ისინი შეთანხმებას მიაღწევენ, მიმდინარე
კონტრაქტის პირობების შესრულება მარანელოელებს აღარ მოუწევთ.
სეზონის დასაწყისში, მასას გამოსვლები აშკარად
არადამაკმაყოფილებელი იყო, რამაც ხელი შეუწყო ახალი ჭორების გავრცელებას, „ფერარიში“
მისი შემცვლელის შესაძლო მოყვანის შესახებ. მაგრამ ბრაზილიელმა ხიფათი იგრძნო და
გამოიღვიძა. თუმცა, მარანელოში ჩათვალეს, რომ მათსა და მასას შორის არსებული კონტრაქტის
საბაზისო პარამეტრები მათთვის მიუღებელია და მის განახლებას კი არა, თავიდან დადებას
აპირებენ. რა თქმა უნდა იმ შემთხვევაში, თუ მის დატოვებას გადაწყვეტენ.
ეს კი ნიშნავს, რომ თუ 31 წლის მასა „სკუდერიაში“
დარჩება, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იტალიურ გუნდს მოკრძალებულ პირობებზე დაყაბულდება.
ბრაზილიელისთვის კი კონკურენტუნარიან გუნდში ყოფნაა მთავარი და არა კონტრაქტის
პირობები. ყოველ შემთხვევაში, ბუდაპეშტში მან სწორედ ასეთი რამ თქვა:
„ფორმულა ერთში დარჩენა მინდა, მაგრამ მხოლოდ იმ
შემთხვევაში, თუ კონკურენციის საშუალება მექნება და არა მხოლოდ მონაწილეობისა.
მნიშვნელობა არ აქვს, რა მიზეზით, მაგრამ თუ „ფერარიში“ დარჩენას ვერ შევძლებ, რა
თქმა უნდა, ადგილის სხვაგან ძებნას დავიწყებ. თუმცა, ახლავე შემიძლია ვთქვა, რომ სუსტი
გუნდები არ მაინტერესებს“.
ასევე წაიკითხეთ (საინტერესოა)
ერთი-ერთზე ლე მანთან
და ნახეთ:
No comments:
Post a Comment