Friday, July 27, 2012

შუმახერი, წვიმა და საბურავების კედელი

Michael Schumacher plays down Hungarian Grand Prix practice crash
27 ივლისი
დიდი პრიზების ცირკს წვიმა უნგრეთშიც არ ეშვება. მართალია, ჰუნგარორინგის გზის საფარი ტროპიკულმა წვიმამ სულ რამდენიმე წუთის განმავლობაში ასველა, მაგრამ ესეც საკმარისი გამოდგა იმისათვის, რომ ფ1-ის ყველაზე ტიტულოვან მრბოლს შეცდომის დაშვებაში „დახმარებოდა“.

სველ ტრასაზე შუმახერმა მოსახვევში შესვლისას წინა ბორბლები დაბლოკა, რამაც მანქანა მოაცურა. „მერსედესი“ ტრასას გასცდა და უსაფრთხოების ზოლში, კედელთან ჩალაგებული საბურავების რიგს დაეჯახა. შეჯახება ძლიერი არ ყოფილა და მან მანქანის მხოლოდ წინა ნაწილი დააზიანა. შუმიმ თავი იმართლა, რაღაც უცნაური შემთხვევა იყოო:
„უბრალოდ, გზას გავცდი. მერე ბორბლები გაიჭედა და მანქანა ამის გამო ვეღარ გავაჩერე. არამგონია, ეს აკვაპლანინგი (როცა საბურავსა და ასფალტს შორის წყლის ფენაა, ამ დროს მანქანა ერთგვარად მიცურავს და პრაქტიკულად უკონტროლოა) ყოფილიყო. ცოტა უცნაურად კი მოხდა ყველაფერი. მაგრამ ამას უკვე წერტილი დავუსვი და მალე დავივიწყებ“.
სხვათა შორის, შმახერს ავარია გერმანიის ეტაპის პრაქტიკაზეც მოუვიდა, რომელიც ასევე წვიმაში ჩატარდა. ყოველივეს მიუხედავად, ის იმედოვნებს, რომ კვალიფიკაციასა და რბოლის დროსაც გაწვიმდება, რაც მის გუნდს კარგი შედეგების შანსს მისცემს.
თავისი მანქანით უკმაყოფილო დარჩა შუმის თანაგუნდელი ნიკო როსბერგი: „ეს სატესტო დღე იყო, თუმცა ოპტიმიზმი არ მოუტანია. უფრო უკეთესს ველოდი. რაღაცები ვცადეთ, მაგრამ არ იმუშავა“...

ასევე წაიკითხეთ (საინტერესოა)

ერთი-ერთზე ლე მანთან


და ნახეთ:

„მაკლარენის“ ანიმაცია (ტიუნდ) - ეპიზოდი 2 (ვიდეო)





No comments:

Post a Comment