Friday, July 27, 2012

60 ცალი „ფერარი F40“ ერთად სილვერსტოუნზე (ვიდეო)

ანუ, წითელი ციებ-ცხელება...
What 60 Ferrari F40s look (and sound) like
27 ივლისი
„ფერარის“ ავტომობილების მფლობელთა ბრიტანულმა კლუბმა, სილვერსტოუნის ავტოდრომზე სპეციალური აღლუმი ჩაატარა, რომელსაც იტალიური კომპანიის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მოდელის - F40-ის 60-მდე ეგზემპლარს მოუყარა თავი.

აღლუმი სწორედ ამ ავტომობილის წარმოების დაწყებიდან 25 წლის იუბილეს მიეძღვნა. ორგანიზატორებმა 58-ვე მანქანა ერთდროულად გამოიყვანეს ტრასაზე და ისტორიას არაჩვეულებრივი სანახაობა დაუტოვეს (ვიდეოზე). ინტერნეტმა მასზე თუნდაც დაგვიანებით დასწრების საშუალება მოგვცა და ჩვენც ვისარგებლოთ...
ისე კი, ზედმეტი არც ამ ავტომობილის მოკლე ბიოგრაფიის გახსენება იქნება: მისი წარმოება მარანელოში 1987 წელს დაიწყეს. ავტომობილი 2.9-ლიტრიანი V8 ტურბოძრავითაა აღჭურვილი, რომელიც სულ რაღაც (ეს დღესაა სულ რაღაც) 478 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ეს კი საკმარისია იმისათვის, რომ F40-მა ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარე 3.8 წამში აკრიფოს, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 324 კმ/სთ-ია. იმ დროს, ეს მსოფლიოში უსწრაფესი სერიული ავტომობილი იყო.
„ფერარი“ F40-ს ხუთი წელი უშვებდა და ხუთ სელიწადში „მხოლოდ“ 1315 დაამზადა.



ვიდეო





ასევე წაიკითხეთ
ერთი-ერთზე ლე მანთან
http://autopanoramaf1.blogspot.com/2012/06/blog-post_7159.html

„ურუსი“ - გადაშენებული ხარის ოთხბორბლიანი კლონი

http://autopanoramaf1.blogspot.com/2012/04/blog-post_23.html  

No comments:

Post a Comment