Friday, July 27, 2012

ჰამილტონი წვიმიან ჰუნგარორინგზეც უსწრაფესია

Lewis Hamilton on top in rain-hit second practice for the Hungarian Grand Prix
27 ივლისი
უნგრეთის დიდი პრიზის დროს წვიმა იშვიათობაა, მაგრამ ამჯერად, მეორე პრაქტიკაზე გაწვიმდა. თუმცა, ამან ლუის ჰამილტონს, წინა პრაქტიკის (თავისივე) საუკეთესო დროის გაუმჯობესებაში ხელი მაინც ვერ შეუშალა. სამაგიეროდ, „რედ ბული“ ისევ პელოტონის შუაშია.

სესიის ნახევარი იყო გასული, რომ ტროპიკული წვიმა წამოვიდა. ის დიდხანს არ გაგრძელებულა, თუმცა ტრასა საკმაოდ დაასველა. ამან ყველაზე მეტად მიხაელ შუმახერი დააზარალა, რომელმაც საჭე ვერ დაიმორჩილა და ნახმარი საბურავების დამცავ რიგს შეეჯახა.
აღსანიშნავია, რომ „მაკლარენმა“ თავისი მანქანა უნგრთისთვისაც განაახლა. ჯენსონ ბატონის თქმით, გერმანიაში მისი მანქანა პელოტონში უსწრაფესი იყო. უოკინგელები ბუდაპეშტშიც საუკეთესოთა შორის იქნებიან, სადაც მათ და „ფერარის“ კონკურენციაში ალბათ „ლოტუსის“ წყვილსაც ვიხილავთ. ცნობილია, რომ „ლოტუსის“ მანქანას ცხელი ამინდი „უყვარს“ და უნგრეთში დიდი ალბათობით, სწორედ პაპანაქება იქნება.

უნგრეთის დიდი პრიზი
მეორე თავისუფალი პრაქტიკა
1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)            1:21.995
2. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ლოტუსი)                         1:22.180
3. ბრუნო სენა (ბრაზილია, უილიამსი)                          1:22.253
4. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი)                            1:22.417
5. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი)                   1:22.582
6. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)                 1:22.747
7. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია)               1:22.794
8. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული)               1:22.824
9. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი)                   1:22.922
10. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი)                1:23.160
11. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                   1:23.164
12. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი)       1:23.337
13. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია)          1:23.713
14. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული)                    1:23.814
15. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი)                        1:23.841
16. ჟან-ერიკ ვერნი (საფრანგეთი, ტორო როსო)           1:24.328
17. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, ტორო როსო)      1:24.345
18. სერხიო პერესი (მექსიკა, ზაუბერი)                         1:24.623
19. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, კატერჰემი)                 1:24.823
20. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, კატერჰემი)              1:25.220
21. ტიმო გლოკი (გერმანია, მარუსია)                           1:27.104
22. პედრო დე ლა როსა (ესპანეთი, ისპანია)                1:27.106
23. შარლ პიკი (საფრანგეთი, მარუსია)                         1:27.185
24. ნარაინ კართიკეიანი (ინდოეთი, ისპანია)    1:27.822



ასევე წაიკითხეთ (საინტერესოა)

ერთი-ერთზე ლე მანთან


და ნახეთ:

„მაკლარენის“ ანიმაცია (ტიუნდ) - ეპიზოდი 2 (ვიდეო)

No comments:

Post a Comment