New Ford C-MAX Hybrid Scores 47mpg City and 44mpg Highway, Beats Prius V
by at Least 3mpg
27 ივლისი
...თანაც ქალაქში და ამ მაჩვენებლით, ის „ტოიოტა
პრიუს V-ზე“
ეკონომიურია. ქალაქგარეთ მოძრაობისას, ცისფერი ოვალის ჰიბრიდული მინივენი ოდნავ
მეტ, 100 კილომეტრზე 5.3 ლიტრ საწვავს მოიხმარს. შედარებისთვის, „ტოიოტას“
ჰიბრიდული მინივენისძარიანი „პრიუსი“ ქალაქში 5.3 ლიტრს წვავს, ქალაქფარეთ კი -
5.6 ლიტრს. და ეს იმ დროს, როდესაც „C-მაქს ჰაიბრიდის“ აგრეგატის ჯამური სიმძლავრე 188 ცხენის
ძალაა, ტოიოტას ჰიბრიდული მინივენისა კი - 134 ცხენის ძალა.
უფრო მეტიც, „ფორდის“ ჰიბრიდი თავის იაპონელ
კონკურენტზე, რომელიც რეალურად, პოპულარულ ჰეჩბეკ „პრიუსის“ მაღალჭერიანი და
დაგრძელებული ვერსიაა, 1285 დოლარით ნაკლები, 25 995 დოლარი ღირს. ამერიკული
ჰიბრიდული მინივენი აღჭურვილია ოთხცილინდრიანი 2.0-ლიტრიანი ძრავით და
ელექტროძრავით, რომელსაც ენერგიით ითიუმ-იონური ელემენტების ბლოკი ამარაგებს. ავტომობილის
სვლის სიშორე 800 კილომეტრს აღწევს.
„ფორდი“ ასევე გამოუშვებს „C-მაქს
ჰაიბრიდის“ უფრო მწვანე ვერსიას - „C-მაქს ენერჯის“, რომელიც პლაგ-ინ ჰიბრიდული
ავტომობილია და ელემენტების უფრო დიდი ბლოკითაა აღჭურვილი. ამერიკული კომპანია ამ
ავტომობილსაც „ტოიოტას“ შესაბამისი, პლაგ-ინ ჰიბრიდული „პრიუსის“ კონკურენტად
მოიაზრებს.
აღსანიშნავია, რომ „ფორდი“ ევროპაში, შიდაწვის
ძრავით აღჭურვილ შვიდადგილიან „C-მაქსსაც“ ჰყიდის, მაგრამ ახლავე აცხადებს, რომ ჰიბრიდული
აგრეგატით მხოლოდ ხუთადგილიან ვერსიას აღჭურვავს. შეგახსენებთ, რომ „C-მაქს“
იმავე პლატფორმაზეა აგებული, რომელზეც პოიპულარული ჰეჩბეკი/სედანი „ფოკუსი.
„ფორდი“ „C-მაქს ჰაიბრიდზე“ შეკვეთების მიღებას შემოდგომაზე
დაიწყებს, ცოტა მოგვიანებით კი მყიდველს პლაგ-ინ ჰიბრიდულ „C-მაქს
ენერჯისაც“ შესთავაზებს. ორივე ავტომობილს ცისფერი ოვალის უეინის (შტატი მიჩიგანი,
აშშ) ქარხანა გამოუშვებს, რომელიც ელექტროენერგიის დიდ ნაწილს, ქარხნის სახურავზე
დამონტაჟებული მზის ელემენტებისგან გამოიმუშავებს.
ამ
ორი ჰიბრიდის მარკეტინგში „ფორდი“ ძველ მეთოდს ეყრდნობა - მყიდველს უკეთესი
პროდუქტი, კონკურენტებზე დაბალ ფასად შესთავაზოს.
No comments:
Post a Comment