Friday, August 24, 2012

უგზოობის „ბენტლის“ სავარძლების მესამე რიგიც ექნება

Production Bentley EXP 9 F could get optional 3rd row au pair seating
24 აგვისტო
პებლ ბიჩის ელეგანტურობის კონკურსზე დასწრებისას, „ბენტლის“ მთავარმა აღმასრულებელმა ვოლფგანგ დურჰაიმერმა განაცხადა, რომ მართალია, ჟენევაში წარმოდგენილი უგზოობის კონცეპტუალურმა EXP 9 F-მა უარყოფითი გამოხმაურება დაიმსახურა, მაგრამ პოტენციურ მკითხველთა გამოკითხვისას, ათბალიანი სისტემით, 7-10 შეფასება დაიმსახურა. მათმა უმეტესობამ განაცხადა, რომ მისთვის ეს დიზაინი მისაღებია და ის ავტომობილის შეძენისას ხელის შემშლელი გარემოება არ იქნება.
დურჰაიმერმა ასევე თქვა, რომ „ცისფერი ბეჰემოთი“ (ასე მოიხსენიებენ EXP 9 F-ს) არ იქნება განკუთვნილი ძალიან ცუდი გზებისთვის. თუმცა დასძინა, რომ საჭიროების შემთხვევაში, ნებისმიერ პირობებში გადაადგილებას შეძლებს. გარდა ამისა, მყიდველის სურვილის შემთხვევაში, ავტომობილის ინტერიერში სავარძლების მესამე რიგსაც ჩადგამენ.
შეგახსენებთ, რომ კონცეპტუალური EXP 9 F აღჭურვილია 6.0-ლიტრიანი W12 ძრავით, რომელიც 600 ცხენის ძალას და 800 ნიუტონმეტრს იძლევა. ძრავთან 8-საფეხურიანი ავტომატური კოლოფია დაკავშირებული, რომლის მიერ გადამუშავებული მამოძრავებელი ძალაც, ყველა წამყვან ბორბალს მიეწოდება.
სავარაუდოდ, ამ ავტომობილის სერიული წარმოება 2015 წელს დაიწყება, ფასი კი 170 000 ევროზე მეტი იქნება.

ასევე წაიკითხეთ

„ურუსი“ - გადაშენებული ხარის ოთხბორბლიანი კლონი

და

„ჯიპი“ უგზოობის სუბკომპაქტურ ავტომობილს გამოუშვებს


No comments:

Post a Comment