24 აგვისტო
ახალი „გოლფის“ მთავარი ღირსება სწორედ პლატფორმაა, რომელსაც უკვე იყენებენ „აუდი“ (A3-ზე) და „აეატი“ (ლეონზე). ავტომობილის გაბარიტებია: სიგრძე 4255 მმ, სიგანე 1799 მმ და სიმაღლე 1452 მმ. ამგვარად, წინამორბედზე 56 მილიმეტრით გრძელი, 13 მილიმეტრით განიერი და 28 მილიმეტრით დაბალია. გარდა ამისა, ახალი „გოლფის“ ბობლებს შორის ბაზაც 59 მილიმეტრით გრძელი, წინა ბორბლების კვალი 8 მილიმეტრით განიერი, უკანა კი 6 მილიმეტრით განიერია.
გაბარიტების ზრდის შედეგი ისაა, რომ სალონში თავისუფალი სივრცე გაიზარდა. კერძოდ, კაბინის სიგრძე 14 მილიმეტრით, 1750 მილიმეტრამდე გაიზარდა, უკანა სავარძლების ფეხების ადგილი 14 მილიმეტრითაა მომატებული, წინა და უკანა სავარძლებზე მხრების გასწვრივ სივრცის სიგანე კი შესაბამისად, 31 და 30 მილიმეტრით გაფართოვდა. 30 ლიტრით, 380 ლიტრამდე მოიმატა საბარგულის მოცულობამ. საინტერესოა, რომ გაბარიტების და სალონის ზრდის მიუხედავად, ახალი ავტომობილი წინაზე 100 კილოგრამით მსუბუქი გამოვიდა.
დაზოგილი წონიდან, 3 კილოგრამი ელექტროგაყვანილობაზე მოდის, 12 კილოგრამი ეკიპირებაზე, 26 კილოგრამი შასის ალუმინისგან დამზადებულ ეემენტებზე, 38 კილოგრამი კი ძარაზე. სულ ახალი „გოლფის“ წონა 1050 კილოგრამია, რაც ამ კლასის ავტომობილისთვის კარგი მაჩვენებელია. წონის შემცირება დადებითად აისახა საწვავის ხარჯზე. კერძოდ, 100 კილოგრამით გახდომის შედეგად, საწვავის მოხმარების გასაშუალოებული მაჩვენებელი 13.9 პროცენტით არის შემცირებული. ახალი „გოლფის“ ზოგიერთი ვერსიის საწვავის მოხმარება კი 23 პროცენტითაც კია შემცირებული.
„ფოლკსვაგენი“ ძრავებთან დაკავშირებით, ჯერ
ყველაფერს არ გვიმხელს. თუმცა აცხადებს, რომ გამაში შევა სრულიად ახალი, სამ და
ოთხცილინდრიანი ტურბო დიზელის ძრავები. საბაზო ვერსია კი ბენზინის 1.2-ლიტრიანი TSI ძრავით და სრულიად ახალი, ოთხცილინდრიანი 1.4-ლიტრიანი ტურბოძრავით
აღიჭურვება. ამ უკანასკნელს, საწვავი ნარევის უშუალოდ წვის კამერაში მიწოდების და ცილინდრების
დეაქტივაციის სისტემები ემსახურება და მისი სიმძლავრე 138 ცხენის ძალაა. როდსაც ეს
ძრავი შვიდსაფეხურიან, ორქუროიან კოლოფთანაა დაკავშირებული, „გოლფის“ ხარჯი 100
კილომეტრზე მხოლოდ 4.8 ლიტრია, ატმოსფეროში კი ყოველ კილომეტრზე მხოლოდ 112 გრამ ნახშირორჟანგს
გამოჰყოფს.
ბრიტანულ
გამოცემა „ავტოქარის“ ინფორმაციით, პარიზის მოტორ შოუზე, „ფოლკსვაგენი“ ახალ „გოლფთან“
ერთად, მის GTI
ვერსიასაც წარადგენს. ეს ავტომობილიბენზინის 2.0-ლიტრიანი ტურბოძრავითაა
აღჭურვილი, რომელიც 222 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.ასევე იხილეთ ლინკები:
http://autopanoramaf1.blogspot.com/2012/02/blog-post_5233.html
No comments:
Post a Comment