Saturday, September 22, 2012

ალონსოს კვარცხლბეკი სჭირდება


Alonso eyes podium to keep title bid ticking along
22 სექტემბერი
სინგაპურული კვალიფიკაციის შემდგ, რომელზეც მეხუთე ადგილი დაიკავა, ფერნანდო ალონსომ აღიარა, რომ მისთვის ლუის ჰამილტონი მიუწვდომელი იყო. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ესპანელი ყურების ჩამოყრას აპირებს. ის 37 ქულას უგებს ჰამილტონს და თვლის, რომ სინგაპურის რბოლაში კვარცხლბეკის დაკავება შეუძლია.

ალონსო ამბობს, რომ რბოლაში ბევრი ფაქტორი იმოქმედებს და შესაძლოა, მათ შორის ამინდიც იყოს. ბევრი რამ სტრატეგიაზეც იქნება დამოკიდებული, რადგან ტრასა საბურავებისადმი ძალიან მომთხოვნია. უპირატესობა იმ გუნდებს ექნებათ, რომლების მანქანას რეზინს ინტენსიურად არ ცვეთს.
„დღეს პოულ პოზიცია ჩვენთვის აბსოლუტურად მიუწვდომელი იყო. ჰამილტონი კი სხვა პლანეტაზეა. მეხუთე პოზიცია ცუდი არაა. ის უკეთესის იმედს ტოვებს. და ჩვენი სამიზნე კვარცხლბეკია“, - განაცხადა ალონსომ, ვისაც სინგაპურში ორი გამარჯვება აქვს მოპოვებული, მათ შორის 2008 წლის სკანდალური რბოლა. ის იმედოვნებს, რომ ფინიშს მიაღწევს:
„ძალიან ძნელი რბოლა გველის. ფიზიკურადაც და მორალურადაც ძნელი, რადგან აქ ყოველთვის მაქსიმალურად კონცენტრირებული და ზუსტი უნდა იყო. თანაც, შეცდომის დაშვება გამორიცხულია. უმცირესი უზუსტობაც ძვირად ფასობს, რადგან ბარიერები ძალიან ახლოსაა. ძალიან მნიშვნელოვანია მანქანის გამძლეობაც. მთავარია ფინიშს რაც შეიძლება უკეთესი შედეგით მივაღწიო“.
ალონსოს თანაგუნდელ ფელიპე მასას მე-13 ადგილი უკავია და ის ამბობს, რომ მიზნად ქულებში მოსვლას ისახავს. ამასთან, გადამწყვეტ მნიშვნელობას სწორად შერჩეულ სტრატეგიას ანიჭებს:
„მთავარია, სტრატეგია ფრთხილად შევარჩიოთ. საბურავები ძალიან განსხვავებულია და დროში დიდ სხვაობას იძლევა. ამიტომ სწორად უნდა განვსაზღვროთ, რომლით სჯობს რბოლის უმეტესი ნაწილის გავლა. ამასთან, ორივე ძალიან სწრაფად ცვდება. ჩემი მიზანი ქულების მოპოვებაა. ეს კი ძნელი იქნება. მაგრამ მე თავის დაზოგვას არ ვაპირებ“.

ასევე წაიკითხეთ

ქაჯაიას ჰეთ-თრიკი ნოგაროზე


No comments:

Post a Comment