22
სექტემბერი
პარიზული ავტოგამოფენისთვის, „ვოლვოს“ თავისი
ყველაზე მცირეზომიანი ქროსოვერი - „V40 ქროს ქანთრი“ აქვს მომზადებული. სხვათა
შორის, ადრე იყო ვარაუდი, რომ შვედური კომპანია ამ ავტომობილს XC40-ის
სახელით გაგვაცნობდა, თუმცა ასე არ მოხდა.ახალი ავტომობილი კომპაქტურ ჰეჩბეკ V40-ის მოდიფიცირებულ პლატფორმაზეა ბაზირებული და გარეგნულადაც მასვე ჰგავს. ოღონდ, როგორც უგზოობის მანქანას შეეფერება, უფრო მაღალზე დგას - 40 მილიმეტრით მაღალი კლირენსი აქვს და ცოტა პირქუშადაც გამოიყურება.
„V40 ქროს ქანთრის“ გარეგნბაში ყურადღებას წინა და
უკანა ბამპერები იქცევს. უფრო სწორედ, მათი მაგვარი დეტალები. მაგალითად, წინა
ბამპერი რადიატორით და სანომრე ნიშნის სამაგრით, შუაზეა გაყოფილი. უკანა ბამპერი
მთლიანია, თუმცა უფრო დეკორატიული დანიშნულება აქვს, ვიდრე დამცავისა. ორივე
ბამპერს, ისევე როგორც კარის ზღურბლებს, ქრომირებული დეტალები იცავს.
ქროსოვერი შეიძლება იყოს წინა, ან სრულამძრავიანი.
მეორე შემთხვევაში, ის ხუთცილინდრიანი 2.5-ლიტრიანი ძრავით აღიჭურვება, რომელიც 254
ცხენის ძალას და 400 ნიუტონმეტრს იძლევა. ამასთან, ძრავს ემსახურება სისტემა
ოვერბუსტ, რომელიც ტურბოძაბერვის წნევას მყისიერად უმატებს და ამის შედეგად,
ძრავის მომენტი 40 ნიუტონმეტრით მატულობს. ძრავთან 6-საფეხურიანი რობოტიზებული
კოლოფია დაკავშირებული, მათ კი ორდისკოიანი ქურო აკავშირებს. ამ ტანდემით აღჭურვილ
ავტომობილს ადგილიდან ასის აკრეფა 6.1 წამში შეუძლია.
გარდა ამისა, არჩევანში შედის ასევე ხუთცილინდრიანი
2.0-ლიტრიანი ძრავი ფორსირების ორი დონით. მათგან ერთი 180, მეორე კი 213 ცხენის
ძალას ავითარებს. ძრავების გამაში ასევე 1.6-ლიტრიანი ოთხცილინდრიანი ტურბოძრავი შედის,
რომლის სიმძლავრე 180 ცხენის ძალაა.
მყიდველს ასევე შეუძლია არჩევანი დიზელის
აგრეგატებს შორისაც გააკეთოს. ასეთი სამია, რომელთა ლიტრაჟი 1.6 და 2.0 ლიტრია.
მათი მონაცემებია 115 ცხ.ძ (285 ნმ), 150 ცხ.ძ (350 ნმ) და 177 ცხ.ძ (400 ნმ). მათ
უწყვილდება 6-საფეხურიანი მექანიკური, ან ავტომატური კოლოფი. ყველა შემთხვევაში,
აღჭურვილობაშ შევა სისტემა სტოპ-სტარტი და მუხრუჭების კინეტიკური ენერგიის
რეგენერაციის სისტემა. გარდა ამისა, ქროსოვერი აღჭურვილია აღმართში მოძრაობისას
დამხმარე სისტემით. ის აღმართში დაძვრისას და დაღმართში მოძრაობისას, მუდმივი,
ოპტიმალური სიჩქარის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.
„ვოლვო“
ამ ქროსოვერს ბელგიურ ქარხანაში ნოემბრიდან გამოუშვებს. ამასთან, შვედური კომპანია
იმედოვნებს, რომ წლიურად 17 000 ცალი „V40 ქროს ქანთრი“ გაიყიდება. აქედან
ნახევარი ევროპის ბაზარზე გაიყიდება, 30 პროცენტი ჩინეთში და დანარჩენი - სხვა
ბაზრებზე. ამასთან, ამერიკაში მისი გაყიდვა არ იგეგმება.
ასევე წაიკითხეთ
No comments:
Post a Comment