Saturday, September 22, 2012

მალდონადოს მეორე სასტარტო ადგილი კარგად აქვს დაცდილი


Good omens for Maldonado in Singapore
22 სექტემბერი
პასტორ მალდონადო ფ1-ში მეორე სეზონს ატარებს და პირველ გამარჯვებას უკვე გაუსინჯა გემო. ეს ესპანეთში მოხდა და მაშინაც რბოლა მეორე ადგილიდან დაიწყო. და მაშინაც მას მხოლოდ ლუის ჰამილტონმა აჯობა. ოღონდ, ბარსელონაში ბრიტანელს რეგლამენტის დარღვევის გამო (ცოტა საწვავი ესხა) შედეგი გაუუქმეს. და ვენესუელელმა მთელი რბოლა ისე გაიარა, როგორც გასულ სეზონში სებასტიან ფეტელი იგებდა...

მაგრამ მერე ამუშავდა კრიტიკის მანქანა - მალდონადოს ზედმეტად აგრესიულ სტილს უწუნებენ. ასეთ კრიტიკას, ხშირად მეტისმეტად მკაცრს, ნებისმიერი ვარსკვლავის გატეხა შეუძლია. მაგრამ მალდონადო კერკეტი კაკალი აღმოჩნდა. ის მუდმივად ახერხებს მეწინავეთა შორის ყოფნას, სინგაპურში კი ბარსელონას კვალიფიკაცია განმეორდა. ამ შემთხვევაში, ჰამილტონის დისკვალიფიკაციის გარეშე. თუმცა, ვენესუელელს ეს სრულებითაც არ ადარდებს.
„როგორც იქნა, მანქანა ისე მოვმართეთ, რომ მისი პოტენციალის სრულად ათვისება შევძლოთ. ის დაბალანსებულია, რაც რბოლისთვის ოპტიმისტურად განმაწყობს. კვალიფიკაციის პირველი სექციები მანქანის უკეთ მოსამართადაც გამოვიყენეთ. ბიჭებმა შესანიშნავად იმუშავეს და მესამე სექტორში ბრძლის საშუალება მომცეს. რბოლაშიც კარგი შედეგისთვის ვიბრძოლებ, რადგან პირველ პრაქტიკებზე მანქანამ ამის იმედი მომცა“, - ყვებოდა ნარბოლევს მალდონადო.
აღსანიშნავია, რომ ამ სეზონში მან სტიუარდებისგან 10 სანქცია დაიმსახურა. აქედან სამი სპაზე, რისი წყალობითაც, მონცას რბოლისთვის ათადგილიანი ჯარიმა მიიღო. მაგრამ მთავარი ისაა, რომ მისი წყალობით, ფ1-ის ერთ-ერთმა ყველაზე წარმატებულმა გუნდმა, რვაწლიანი (!) გაუმარჯვებელი პერიოდი დაასრულა. სამაგიეროდ, თავისი აგრესიულობის გამო, ვენესუელელმა არაერთი ქულაც დაკარგა.
და „მაკლარენის“ შეფი მარტინ უიტმარში შიშობს, მალდონადომ სტარტზევე რამე არაორდინარული არ მოიმოქმედოს. „იმედი მაქვს, რომ სუფთა სტარტი იქნება“, - ამბობს უიტმარში. მაგრამ მალდონადო საბრძოლველადაა განწყობილი და რა თქმა უნდა, სტარტზევე დაწინაურებას უმიზნებს: „ვფიქრობ, აქ გასწრების საშუალება მექნება, რადგან საბურავი ინტენსიურად მუშაობს და მალე ცვდება. ტრასაზე რამდენიმე ადგილია, რომელიც გასწრების საშუალებას იძლევა“.

ასევე წაიკითხეთ

ქაჯაიას ჰეთ-თრიკი ნოგაროზე

No comments:

Post a Comment