Saturday, September 22, 2012

კალენდრიდან ვალენსია ამოვარდა

Valencia dropped from provisional 2013 F1 calendar
22 სექტემბერი

საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციამ (FIA) 2013 წლის სეზონის კალენდრის წინასწარი ვარიანტი გამოაქვეყნა, რომელშიც ისევ 20 ეტაპი შედის, იქ არაა ევროპის დიდი პრიზი და შესაბამისად, ვალენსიას ტრეკი. მათი ადგილი აშშ-ის დიდმა პრიზმა დაიკავა, რომელსაც ნიუ ჯერსის საქალაქო ტრასამ უნდა უმასპინძლოს.

ამასთან, კალენდარში ორი ამერიკული ეტაპია - ნიუ ჯერსი ოსტინს დაემატება. თუმცა, გამორიცხული არაა, რომ ამ რბოლის ერთი წლით გადადება გახდს საჭირო. რაც შეეხება ვალენსიას, ის და ბარსელონა ალბათ ესპანური დიდი პრიზის მასპინძლები მონაცვლეობით იქნებიან. ამგვარად, ევროპული ეტაპის ამოვარდნის შემდეგ, კალენდარში მხოლოდ შვიდ ევროპული ეტაპიღა რჩება...
მსგავსი მორიგეობა ჰქონდათ დათქმული ჰოკენჰაიმსა და ნურბურგრინგს და ამ უკანასკნელს მომავალ სეზონში უწევდა გერმანული ეტაპის ჩატარება, მაგრამ მის ორგანიზატორებს შესაბამისი ფინანსები არ აქვთ, რის გამოც, კალენდარში ისევ ჰოკენჰაიმია.
სხვა მხრივ, ცვლილებები არაა. ოციდან, ნიუ ჯერსის, სინგაპურისა და კორეის ეტაპები ჯერ დამტკიცებული არაა, რადგან მათს ორგანიზატორებს, კონტრაქტები აქვთ დასაზუსტებელი. პრინციპში, სინგაპურელებმა ფ1-ის ორგანიზატორებთან კონტრაქტი ხუთი სეზონით უკვე გააგრძელეს...


2013 წლის კალენდრის სამუშაო ვერსია
1. ავსტრალია, მელბურნი               15–17 მარტი
2. მალაიზია, სეპანგი                      22–24 მარტი
3. ჩინეთ, შანჰაი                              12–14 აპრილი
4. ბაჰრეინი, სახირი                        19–21 აპრილი
5. ესპანეთი, ბარსელონა                10–12 მაისი
6. მონაკო, მონტე კარლო                23–26 მაისი
7. კანადა, მონრეალი                      7–9 ივნისი
8. ამერიკა, ნიუ ჯერსი                    14–16 ივნისი
9. ბრიტანეთი, სილვერსტოუნი     28–30 ივნისი
10. გერმანია, ჰოკენჰაიმი               19–21 ივლისი
11. უნგრეთი, ბუდაპეშტი               26–28 ივლისი
12. ბელგია, სპა-ფრანკორშანი        30 აგვისტო–1 სექტემბერი
13. იტალია, მონცა                          6–8 სექტემბერი
14. სინგაპური, სინგაპური             20–22 სექტემბერი
15. იაპონია, სუძუკა                       4–6 ოქტომბერი
16. კორეა, პიონჩანი                       11–13 ოქტომბერი
17. ინდოეთი, ნიუ დლი                 25–27 ოქტომბერი
18. აბუ დაბი, აბუ დაბი                  1–3 ნოემბერი
19. აშშ, ოსტინი                               15–17 ნოემბერი
20. ბრაზილია, სან პაულუ             22–24 ნოემბერი

ასევე წაიკითხეთ

ქაჯაიას ჰეთ-თრიკი ნოგაროზე



No comments:

Post a Comment