Sunday, September 11, 2011

აუდი ურბანის პრეზენტაცია ფრანკფურტში

IAA 2011: Audi Urban Concepts Revealed in the Flesh
11 სექტემბერი
პრეზენტაცია ფრანკფურტის შოუს გახსნამდე ორი დღით ადრე ჩატარდა. ”აუდი” აღარ დაელოდა შოუს გახსნას, რომლის პირველ ორ დღესაც, უამრავი პრეზენტაციის გამო, ჟურნალისტებს ყურადღების გამახვილება უჭირთ. სწორედ ამის გამო, ინგოლშტადტელებმა გამოფენის გახსნას ორი დღით დაასწრეს და ახალი საქალაქო ელექტრომობილები გვიჩვენეს...

ლიუცი თავს იმართლებს

Tonio Liuzzi blames Heikki Kovalainen for Italian Grand Prix start crash
11 სექტემბერი
იტალიის დიდი პრიზის დასაწყისში მომხდარ ავარიაში, რომელშიც რამდენიმე მანქანა დაიმტვრა, სტიუარდებმა ”ისპანია რეისინგის” იტალიელი მრბოლი ვიტანტონიო ლიუცი დაადანაშაულეს. ამის გამო, მან ჯარიმაც მიიღო - სინგაპურის დიდი პრიზის კვალიფიკაციაზე მოპოვებულ ადგილთან შედარებით, რბოლას ხუთი პოზიციით უკან დაიწყებს.

რუსთავის მშენებარე ავტოდრომი (სექტემბერი)

10 სექტემბერი
სტარტზე მდგარი მანქანების ძრავების ღრიალის ხმა უკვე ისმის!!!


რუსთავის ავტოდრომის მშენებლობა სრული ტემპით მიმდინარეობს. უკვე აშენებულია ბოქსების კომპლექსი, მიმდინარეობს ბოქსების ინფრასტრუქტურის გამართვა, პიტლეინის და პადოკის მოწყობა. პარალელურად, საფუძველი ჩაეყარა მთავარ ტრიბუნას, რომლის საყრდენებიც უკვე ამოყვანილია. დაწყებულია კიდევ ორი ტრიბუნის მშენებლობა, რომლებიც პირველი და მეორე S-მოსახვევების გასწვრივ აღიმართება. მოსახვევებში საფუძველი აქვს ჩაყრილი ბეტონის კედლებს, მიმდინარეობს უსაფრთხოების ზონების მოწყობა.

ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო გასწრება!

1996 წელი, სერია კარტ-ი. სეზონის ბოლო ეტაპი. ლაგუნა სეკას ავტოდრომი. რბოლის ბოლო წრე. ლიდერია ბრაიან ჰერტა (აშშ), კვალში უდგას სლექს ძანარდი. წრის მიწურულს რაც მოხდა, იმის დაჯერება ცოტა ძნელია. მაგრამ მოსახდენი მოხდა და ეს გასწრება ავტოსპორტის ისტორიაში შევიდა! ძანარდიმ ჰერტას გაასწრო. სხვათა შორის, მათი დუელი ორი წლის შემდეგ, ლონგ ბიჩის რბოლის მიწურულსაც შედგა და ძანარდიმ კვლავ შეძლო ჰერტას დაჩაგვრა...

მერსედესი DTM-ისთვის მომზადებულ C-კლასს ფრანკფურტში წარმოადგენს

გერი პაფეტი სარბოლად მომზადებულ C-კლასის სედანის ”ეშვებს” გვიჩვენებს. ამ მანქანით, სამქიმიანები მომავალ სეზონში DTM-ის (დოიჩე ტურენვაგენ მაისტერშაფტ) სერიაში იასპარეზებენ. მანქანის პრეზენტაცია კი ფრანკფურტში ჩატარდება და მას სავურველს მერსედეს ბენცის ფ1-ის გუნდის პილოტები - მიხაელ შუმახერი და ნიკო როსბერგი ჩამოხსნიან...

ფეტელი თითქმის ორგზის ჩემპიონია

Vettel has a hand on title after Italy win
11 სექტემბერი
დღეს უკვე თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ სებასტიან ფეტელი ზედიზედ მეორედ გახდება მსოფლიო ჩემპიონი. დარჩენილ 6 რბოლაში, მას სულ 38 ქულაღა სჭირდება იმისათვის, რომ ტიტული გაინაღდოს. ესეც მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ 6-ვე რბოლას ფერნანდო ალონსო მოიგებს. 38 ქულის მოგროვებისთვის კი მას ორი მეორე და ერთი მეცხრე ადგილი (ან სხვა კომბინაციები) ეყოფა...

დი მონტეძემოლო: გამარჯვებისთვის ნიუი არ გვჭირდება

Montezemolo says Ferrari doesn't need Newey to return to the top

10 სექტემბერი
”ფერარის” პრეზიდენტი ლუკა დი მონტეძემოლო დარწმუნებულია, რომ მის გუნდს ედრიან ნიუის ნიჭი არ სჭირდება იმისათვის, რომ ფორმულა 1-ის მწვერვალებს დაუბრუნდეს. თუმცა არც იმას უარყოფს, რომ დიზაინის გენიოსს სიამოვნებით გადაიბირებდა.

Saturday, September 10, 2011

მოკლე გადაცემები - ფეტელის გამარჯვების ფორმულა?

Gear ratio key in Vettel's victory chances at the Italian Grand Prix
10 სექტემბერი
როგორც მისი მეტოქეები ამბობენ, სებასტიან ფეტელი იტალიის დიდი პრიზის მოგებას შეძლებს, თუ დასაწყისშივე შეძლებს მეტოქეების შორ მანძილზე ჩამოტოვებას. მართალია, კვალიფიკაციაზე მან თითქმის ნახევარი წამით აჯობა უახლოეს მდევარ ლუის ჰამილტონს, მაგრამ როგორც ირკვევა, ამას გადაცემათა კოლოფში შედარებით მოკლე გადაცემების წყალობით მიაღწია, რაც რბოლაში უპირატესობას ვერ მისცემს.

პოული მაინც ფეტელისაა

Vettel on pole for Red Bull in Italy
10 სექტემბერი

მიუხედავად იმისა, რომ თავისუფალი პრაქტიკების შემდგ, სებასტიან ფეტელი აღიარებდა, მონცას ტრასა ჩვენს მანქანას ნაკლებად შეეფერებაო, კვალიფიკაციაზე მაინც კიდევ ერთხელ, ”რედ ბულის” და ჩემპიონატის ლიდერის დომინაციის მომსწრენი გავხდით. ამგვარად, მიმდინარე ჩემპიონატის 13-ვე კვალიფიკაცია ”რედ ბულის” პილოტებმა მოიგეს.

Friday, September 9, 2011

კუბიცა მალე საჭეს მიუჯდება

Kubica set to start driving in October
9 სექტემბერი
რობერტ კუბიცას მენეჯერი დანიელე მორელი ამბობს, რომ ძალიან მალე, პოლონელი მრბოლი ავტომობილის, ან სიმულატორის საჭეს მიუჯდება და არც ის დროა შორს, როდესაც მას ფორმულა ერთის რბოლებში ისევ ვიხილავთ. ორი კვირის წინ, მას ტრავმირებულ მარჯვენა იდაყვზე ბოლო ოპერაცია გაუკეთეს, რის შემდეგაც, რეაბილიტაციის პროცესი მნიშვნელოვნად დაჩქარდა.

”რედ ბული” ”რენოსთან” დარჩა

Red Bull and Renault extend F1 engine deal
9 სექტემბერი
იტალიის დიდი პრიზის წინ, თავიანტი კონტრაქტი ხუთი წლით განაახლეს ”რედ ბულმა” და ”რენომ”, რომელთა პარტნიორობაც 2007 წელს დაიწყო. ავსტრიულმა გუნდმა აღარ ისურვა იმ კომპანიასთან თანამშრომლობის გაწყვეტა, რომლის ძრავების დახმარებითაც, გასულ სეზონში ორივე ტიტულს დაეუფლა და მიმდინარე სეზონშიც, შარშანდელი წარმატების გამეორებასთან ახლოსაა.

ჰამილტონი ფეტელზე სწრაფია

Hamilton fastest at Monza

9 სექტემბერი

იტალიის დიდი პრიზის პირველი ორი პრაქტიკის შემდეგ, საუკეთესო შედეგი ”მაკლარენის” ლუის ჰამილტონს აქვს, რომელმაც ერთადრთმა შეძლო წრის წუთსა და 24 წამზე ნაკლებში გავლა. საუკეთესო შედეგი (1:23.865) მან პირველივე სესიაზე დააფიქსირა და მართალია, მეორეზე მასზე სწრაფი ”რედ ბულის” სებასტიან ფეტელი იყო, მაგრამ ორი სესიის ჯამში, გერმანელს მაინც მეორე საუკეთესო შედეგი აღმოაჩნდა. მეორე სესიაზე ჰამილტონს მხოლოდ მოქმედმა ჩემპიონმა აჯობა და ისიც, 0.036 წამით.

Wednesday, September 7, 2011

”იაგუარ C-X16” - ჰიბრიდული დიდი კატა

Jaguar C-X16 Concept Unveiled Ahead of Frankfurt Debut
7 სექტემბერი
”ოპელისა” არ იყოს, ”იაგუარსაც” ფრანკფურტისთვის საპრემიეროდ მომზადებული კონცეპტუალურუ ავტომობილის (სახელად C-X16) ერთადერთი ტიზერი და მწირი ინფორმაცია ჰქონდა გამოქვეყნებული. თუმცა, ის ფრანკფურტის შოუს გახსნამდე (13 სექტემბერს) მაინც გაგვაცნო. უკვე გამოითქვა ვარაუდი, რომ ეს ავტომობილი წარმოებისთვისაა მომზადებული და ის კონკურენციას ”პორშე 911-ს” გაუწევს.

რადიკალურ ”ოპელს” კონვეიერზე დადგომის შანსი აქვს

Radical New Opel Concept "Has Production Potential"

7 სექტემბერი
ერთ-ერთი იშვიათ ავტომწარმოებელთაგანი, რომელიც ფრანკფურტისთვის მომზადებულ სიახლეს აქამდე ჯიუტად, საიდუმლოდ ინახავდა, ”ოპელია”. მართალია, გერმანულმა კომპანიამ ადრევე განაცხადა, რომ ”რადიკალურად ახალი ოპელი” აქვს მომზადებული, მაგრამ მასზე არც მცირე ინფორმაცია დასცდენია და არც ტიზერები გაუვრცელებია. წარმოდგენაც კი არავის ჰქონდა იმაზე, თუ რა ტიპის ავტომობილზე იყო ლაპარაკი.

”მაკლარენს” ჰამილტონის აგრესიის დაოკება არ სურს

McLaren says it won't ask Hamilton to change aggressive style
7 სექტემბერი
ჰამილტონის მანქანა ბელგიაში
ავარიის შემდეგ
”მაკლარენი” აცხადებს, რომ არ აპირებს, ლუის ჰამილტონს თავისი აგრესიული სარბოლი სტილის შეცვლა მოსთხოვოს, რამაც ბრიტანელს ამ სეზონში რამდენჯერმე ცუდი სამსახური გაუწია. უფრო მეტიც, სწორედ ამ ჭარბი აგრესიის გამო, მან ბელგიაში დასანანი შეცდომა დაუშვა, რამაც რბოლას გამოთიშა და პრაქტიკულად დააკარგვინა ჩემპიონობისთვის ბრძოლის შანსი.