Tuesday, September 13, 2011

”ფოლკსვაგენ ნილს” - 21-ე საუკუნის სახალხო ელექტრომობილი?


ამ ავტომობილით ”ფოლკსვაგენი” ავტოინდუსტრიაში მორიგ რევოლუციას ამზადებს. ოღონდ, ეს არა ტექნოლოგიური, არამედ კომერციული რევოლუცია იქნება. ლაპარაკია იმაზე, რომ ავტომობილს, რომელიც ვოლფსბურგელებმა ფრანკფურტის შოუზე წარადგინეს, საქალაქო ტრანსპორტის ბიზნესში ნამდვილი გადატრიალების პოტენციალი აქვს.

ეს არის ძალიან მსუბუქი, ალუმინის შასიზე აგებული ავტომობილი, ალუმინის ძარით და პოლიკარბონატის შუშებით. ”ნილს-ის” გაბარიტებია: სიგრძე 3.04 მეტრი, სიგანე 1.39 მეტრი, სიმაღლე კი - 1.2 მეტრი. ის მხოლოდ 460 კილოგრამს იწონის.
”ნილსი” ელექტრომობილია. მამოძრავებელ ძალას ის პატარა ელექტროძრავისგან ღებულობს, რომელიც სულ რაღაც 20 ცხენის ძალას და 130 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს. ამასთან, მისი მაქსიმალური სიმძლავრე მყისიერად 33.5 ცხენის ძალას აღწევს. ”ფოლკსვაგენის” განცხადებით, ”ნილსს” აგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის ასაკრეფად 11 წამი სჭირდბა, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 130 კმ/სთ-ს აღწევს.
ელექტროძრავს ენერგიით ლითიუმ-იონური ელემენტების ბლოკი ამარაგებს, რომლის ტევადობაც 5.3 კილოვატსაათია. ეს კი საკმარისია იმსიათვის, რომ ერთი სრული დამუხტვით, ავტომობილმა 65 კილომეტრი გაიაროს. აკუმულატორების საყოფაცხოვრებო ქსელიდან დამუხტვისთვის 2 საათია საკმარისი.
”ფოლკსვაგენი” ჯერ არ ამბობს, ”ნილსის” ან მისი დერივატივის წარმოებას აპირებს თუ არა.

No comments:

Post a Comment