Tuesday, September 13, 2011

ახალი ”დეფენდერი” მოდის

”ლენდ როვერმა” რომ ძველი ”მცველის” წარმოება შეწყვიტა, ამით ბევრს დასწყვიტა გული. თუმცა, იმთავითვე აშკარა იყო, რომ ინგლისური კომპანია თავის ყველაზე პოპულარულ ავტომობილს ისტორიას არ დაუტოვებდა. და აი, ფრანკფურტში ცნობილი გახდა, რომ ახალი ”დეფენდერი” ბაზარზე 2015 წელს გამოჩნდება.

სხვათა შორის, ფრანკფურტში ყველა მხოლოდ ახალი ”დეფენდერის” ერთი კონცეპტუალური ვერსიის მოლოდინში იყო, მაგრამ ერთის ნაცვლად, ”ლენდ როვერმა” ორი წარადგინა. მათგან ერთია ძველი ”მცველის” შემცვლელი DC100, მეორე კი მისი ღია და უფრო სპორტული ვერსია DC100 სპორტი. პირველი თუ მკაცრი და საკმაოდ უხეში ფორმებით გამოირჩევა (დეფენდერი ასეთიც უნდა იყოს), მეორე თავისი ორიგინალური დიზაინით გაგაოცებთ. მართალია, პროპორციებით ის დახურული კონცეპტის ანალოგიურია, მაგრამ ”ლენდ როვერის” დიზაინერთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ შესანიშნავი უგზოობის როდსტერი (ან რაც გინდათ, დაარქვით) გამოუვიდათ...

No comments:

Post a Comment