Tuesday, September 13, 2011

XV - ”სუბარუს” პირველი კომპაქტური ქროსოვერი

ეს ავტომობილი არ არის ”აუტბეკის” სპორტული ვერსია. მართალია, თავისი ზომებით ის სწორედ ”იმპრეზაზე” ბაზირებული ”აუტბეკის” შემცვლელის წოდებას იმსახურებს, მაგრამ იაპონური კომპანია უარზეა და აცხადებს, რომ უგზოობის ამ ავტომობილით, ის ”პირველად შეაბიჯებს კომპაქტური ქროსოვერების კლასში”.
არადა, ეს ავტომობილი, რომლის კონცეპტუალური ვერსიაც ”სუბარუმ” შანჰაის წლევანდელ ავტო შოუზე წარმოადგინა, რეალურად, სწორედ ”იმპრეზა აუტბეკი” უნდა ყოფილიყო (მცირე ცვლილებებით). ყოველ შემთხვევაში, ის თავისი აღჭურვილობითაც ”იმპრეზასთანაა” ახლოს. ოღონდ, გზის საფართან ავტომობილის ძირის დაშორება (კლირენსი) 21.5 სანტიმეტრამდე გაიზარდა.
ავტომობილი ბენზინის ორი (1.6 და 2.0-ლიტრიანი) და ერთი ტურბოდზელის (2.0-ლიტრიანი) აგრეგატით აღიჭურვება. ოთხივე ძრავი ოთხცილინდრიანია, ცილინდრების ოპოზიტური განლაგებით. ძრავებთან შესაწყვილებლად განკუთვნილია 5 და 6-საფეხურიანი მექანიკური კოლოფები და უსაფეხურო ვარიატორი. აღჭურვილობაში ასევე შედის სისტემა სტოპ-სტარტი.

No comments:

Post a Comment