Tuesday, September 13, 2011

”იო-ავტო კონცეპტ” - რუსების იმედი-უტოპია (ვიდეო)

ათწლეულების განმავლობაში, რუსული ავტოინდუსტრია ვამპირული ცხოვრებით ცხოვრობდა - საკუთარ ბაზარზე, სხვისგან ნაყიდი ტექნოლოგიებით წარმოებულ, ძალიან დაძველებულ, ერთსადაიმავე უხარისხო ავტომობილებს ჰყიდდა და ჰყიდის კიდეც. ინოვაციები ან თაროზე რჩებოდა, ან სხვადასხვა მიზეზთა გამო მწნილდებოდა…

და აი, ფრანკფურტში ჩრდილოეთიდანაც გამოანათა… ამ გამონათებას კი ისეთივე უცნაური სახელი დაარქვეს, როგორიც ეს კონცეპტუალური ავტომობილი და მისი სახელია. ”იო” რუსულ სლენგზე გაოცების გამომხატველია. ჰოდა, ამ კონცეპციის ავტორებმა, თავიანთი ნააზრევით მსოფლიოს გაოცება გადაწყვიტეს და უნდა ითქვას, რომ მიზანსაც მიაღწიეს.
უპირველესად უნდა ითქვას, რომ ეს იმ ოთხ ჰიბრიდულ ავტომობილთაგანია, რომლებზეც ამჟამად რუსული კომპანია (იო-ავტო) მუშაობს. რა ტქმა უნდა, ამ კონცეპციას არაფერი ეტყობა იმისა, რომ ის ოდესმე კონვეიერზე მოხვდება. სამაგიეროდ, კომპანიის ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ გვიჩვენეს, თუ როგორი იქნება მათი ავტომობილების სტილი. ოღონდ, რა თქმა უნდა, უცნაური კარების დიზაინი აუცილებლად შეიცვლება - ის ორიგინალური კია, მაგრამ სერიულ ავტომობილში ასეთ თამამ გადაწყვეტას არავინ გამოიყენებს.
ავტომობილი იმ ტიპის პლაგ-ინ ჰიბრიდული სისტემითაა აღჭურვილი, რომელიც ”შევროლე ვოლტშია” გამოყენებული. ოღონდ, რუსულ კომპანიას კონკრეტული მახასიათებლები ჯერ არ გამოუქვეყნებია.


No comments:

Post a Comment