Tuesday, September 13, 2011

სარბოლი ”გალიარდოს” სამოქალაქო ვერსია

”ავენტადრის” შემდეგ, ”ლამბორგინის” წესით უფრო პატარა ”გალიარდოც” უნდა შეეცვალა და ფრანკფურტში ამ ავტომობილსაც ველოდით. მითუმეტეს, იტალიურმა კომპანიამ ერთი თვის წინ გაავრცელა ტიზერი, რომელზეც ეწერა - აღმოაჩინეთ ”ლამბორგინი”. თუმცა, ფრანკფურტში ამ მხრივაც, ამ კომპანიის სტენდზე აღმოსაჩენი არაფერია. სამაგიეროდ, იქ ”გალიარდოს” ვერსია ”LP570-4 ბლანკპეინ ედიშნის” (რომელიც შარშან, პარიზში გვიჩვენეს) შემსუბუქებული ვარიანტი - ”გალიარდო სუპერ ტროფეო სტრადალე” დგას.

ეს ავტომობილი 1340 კილოგრამს იწონის და ამგვარად, სტანდარტულ ”გალიარდოზე” 70 კილოგრამით მსუბუქია. ამ სუპერ ავტომობილის V10 ძრავი 570 ცხენის ძალას და 540 ნიუტონმეტრს იძლევა. ძრავის მიერ გამომუშავებულ მაბრუნ მომენტს 6-საფეხურიანი რობოტიზებული კოლოფი გარდაქმნის. მათი დახმარებით კი, ”სუპერ ტროფეო სტრადალეს” ადგილიდან ასის აკრეფა 3.4 წამში შეუძლია, მაქსიმალური სიჩქარე კი 320 კმ/სთ-ს აღწევს.
”ლამბორგინი” მხოლოდ 150 ცალი ”სუპერ ტროფეო სტრადალეს” წარმოებას აპირებს, მის ფასს კი ჯერ არ აქვეყნებს.

No comments:

Post a Comment